სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის“ აღწერილობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №582
სარეგისტრაციო კოდი 280070000.10.003.018968
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 390 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჯუნა სიჭინავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 76% 19.09.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 75% 17.10.2024 სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 74% 07.11.2022 სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 74% 03.11.2014 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 74% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის“ აღწერილობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №582 2015 წლის 10 ნოემბერი    ქ. თბილისი სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობის და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს  სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობა და დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სამკერდე ნიშნის  –   „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ აღწერილობა და დებულება მუხლი 1🔗. დადგენილება განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით დაწესებული სამკერდე ნიშნის – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ (შემდგომში – სამკერდე ნიშანი) აღწერილობას და დებულებას. მუხლი 2🔗. სამკერდე ნიშანი გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ შემდეგ პირებს: ა) ომის მონაწილეებს, მათ შორის: ა.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;  ა.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;  ა.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; ბ) ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირებს; გ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; დ) ომში დაღუპულების ოჯახების წევრებს; ე) მარჩენალდაკარგულებს. მუხლი 3🔗 1. მე-2 მუხლში აღნიშნულ პირებს აქვთ სამკერდე ნიშნების ტარების უფლება. დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს. 2. სამკერდე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, დაუშვებელია მისი ასლის გაცემა. 3. დაუშვებელია სამკერდე ნიშნის ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ.    მუხლი 4🔗. სამკერდე ნიშნების დამზადების მომსახურების შესყიდვას და მე-2 მუხლში მოცემულ პირთათვის გადაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. მუხლი 5🔗 1. სამკერდე ნიშნის აღწერილობა: ა) ავერსი: სამკერდე ნიშანი – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის თითბრის მედალიონს. სამკერდე ნიშანი დაყოფილია 4 ნაწილად: პირველი მეოთხედი – ვერცხლის ველზე ხუთი წითელი ჯვარი და საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც სამოქალაქო სიმბოლო; მეორე მეოთხედი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჩაფხუტი ჯაჭვით, როგორც ქართული მხედრობის დამცველის ზოგადი სიმბოლო; მესამე მეოთხედი – მეწამულ ველზე გადაჯვარედინებული ვერცხლის შურდული და ვერცხლის ხმალი, როგორც ქართული ისტორიული მხედრული რეგალია; მეოთხე მეოთხედი – ვერცხლის ველზე შვიდქიმიანი მეწამული ვარსკვლავი, როგორც თანამედროვე ქართული მხედრობის აღმნიშვნელი; ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი – მეწამულ ველზე გამოსახული ვერცხლის მხედარი (წმინდა გიორგი – საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი სიმბოლო). სამკერდე ნიშანი შემოსარტყლულია ლაჟვარდი ველით; ბ) რევერსი: ვერცხლის ველზე ცენტრში დამაგრებულია დუგმა.    ავერსი                                                                 რევერსი  2. სამკერდე ნიშნის პარამეტრებია: მრგვალი ფორმის მედალიონი, მასალა – თითბერი, დიამეტრი – 20 მმ, სისქე – 1 მმ, სამაგრი – დუგმა, ზედაპირი – ცივად დამუშავებული მინანქარი. ავერსი                                                 რევერსი                                                                                                                       მასშტაბი:  1:1