📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2015
ძალის დაკარგვა 28.06.2012
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.121.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,528 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2015 მიღება
28.06.2012 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
ნარჩენები
ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს
მუხლი 2
საყოფაცხოვრებო ნარჩენები
საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები
მუხლი 2
სამშენებლო ნარჩენები
შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები
მუხლი 2
დიდგაბარიტიანი ნარჩენები
ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში
მუხლი 2
სახიფათო ნარჩენები
ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს
მუხლი 2
ნარჩენების წარმომქმნელი
მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი
მუხლი 2
ნარჩენების მესაკუთრე
ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მუხლი 2
ნარჩენების მფლობელი
ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები
მუხლი 2
ნარჩენების განკუთვნილი სათავსები
კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა
დასუფთავება - დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა
მუხლი 2
სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება
ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის
მუხლი 2
ნარჩენების მართვა
ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება
მუხლი 2
მომხმარებელი
მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები
მუხლი 2
ოპერატორი
მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი
მუხლი 2
ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი
სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსებისათვის
მუხლი 2
ტრანსპორტირება
ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა
მუხლი 2
მოსაკრებლის გადამხდელი
იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე,ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს
მუხლი 2
აბონენტი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურში
მუხლი 2
ინდივიდუალური მეწარმე
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
11 სასურსათო და ყვავილების მაღაზია (სავაჭრო დარბაზი)
22 სუპერმარკეტი (სავაჭრო დარბაზი)
33 შერეული საქონლის მაღაზია (სავაჭრო დარბაზი)
44 სამრეწველო მაღაზია (სავაჭრო დარბაზი)
55 აფთიაქი (სავაჭრო დარბაზი)
66 ავეჯის სპეციალური მაღაზია (სავაჭრო დარბაზი)
77 შერეული სასაქონლო ბაზარი
88 აგრარული ბაზარი
99 ყვავილების ბაზარი
110 საბითუმო ბაზარი
111 საბითუმო საწყობი
112 კაფე-ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია
113 სარიტუალო დარბაზი
114 სასტუმრო (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება)
115 სკოლა, ინსტიტუტი, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი სასტუმრო (ინფრასტრუქტურულ ფართზე შიდა მომსახურებითვის მოსაკრებელი არ დაერიცხება)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2015 წლის 10 ნოემბერი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 12​1 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვანი მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗       ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის; ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი; დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს: ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 ლარი. მუხლი 3🔗 მე-2 მუხლში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. მუხლი 4🔗 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს: ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი. მუხლი 5🔗    მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს: ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში: ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი; ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი; ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი; ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში: ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარი; ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი; ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი. მუხლი 6🔗    საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 7🔗    მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლები: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში); ბ) დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები), სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით; გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები, გათავისუფლდნენ ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან. მუხლი 8🔗    ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული მოსაკრებლის გადამხდელებად. მუხლი 9🔗 1.  დასუთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ ფიზიკურ პირებს, გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა. 2.    ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა  და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისთანავე. მუხლი 10🔗 1.    დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქციები: ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1); ბ) დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (დანართი №2). 2. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული      პირებისათვის დაწესებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ამ დადგენილების ამოქმედებითანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №14 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების შესახებ“ (სსმ,  www.matsne.gov.ge, 03/07/2012, სარეგისტრაციო კოდი:210020010.35.121.016056). მუხლი 12🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი   დანართი №1 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში– მოსაკრებელი) წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად. 6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი 1. მოსაკრებლის გადამხდელი არის ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ ფიზიკური პირები. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი 1.  მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 3. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. 7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად. 3. გადამხდელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებელის  ბიუჯეტში  ჩარიცხვის  წესი   მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის სახაზინო კოდზე. 2. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. კონტროლი მოსაკრებლის გადახდევინებისათვის დასუფთავების წესების დარღვევაზე და დამრღვევთა მიმართ „ნარჩენების მართვის კოდექსით“გათვალისწინებული ნორმების განხორციელებაზე კონტროლი ეკისრება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს.                                                                                                                დანართი №2 დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ვანის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლების მიზნით, უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლებას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას; 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. 4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. აკრძალულია რადიაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან. 6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესები. მუხლი 2🔗. ტერმინთა  განმარტება ამ წესში გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ  შემდეგი  მნიშვნელობა:  ა) ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები; გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები; დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენებინარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში; ე) სახიფათო ნარჩენებინარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს; ვ) ნარჩენების წარმომქმნელიმომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი; ზ) ნარჩენების მესაკუთრენარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) ნარჩენების მფლობელიფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები; ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა–დასუფთავება - დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა; ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის; მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება; ნ) მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები; ო) ოპერატორი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; პ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსებისათვის; ჟ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა; რ) მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი; ს) მოსაკრებლის გადამხდელი – იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე,ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს; ტ) აბონენტი – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურში; უ) ინდივიდუალური მეწარმე„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი. მუხლი 3🔗. ორგანიზების მასშტაბი 1. ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლებას, განთავსებას. 2. ვანის მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ სამანქანო და ქვეითად სავალ ქუჩებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, ტროტუარებს, ველოსიპედის სავალ ბილიკებს, კიბეებს (შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით), საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს. 3. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორება. 4. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები. 6. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება. მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს. 3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირებისა და გაუვნებლებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს. 4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ, მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა. 5. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე. 6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 7. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. 8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და წარმოადგინონ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები. 9. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის ან/და შეჩერების შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. 10. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 5🔗.  ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები. 2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება. 4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავისთვის საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების შეძენა, რომელთა განთავსების ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს ოპერატორთან. 5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე ისე, რომ ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში. 6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მიწა, ქვები, ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომლებსაც შეუძლია სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში. 8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა. 9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით. 10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს. 11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება. 12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს. 13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები, ამ წესებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს. 14. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები, ამ წესებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს. მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება 1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებიც თავიანთი მავნებლობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცალკე შეგროვებას საჭიროებს, სამსახური ან ოპერატორი გამოყოფს სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის. 2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, მისი ადგილსამყოფელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ წინასწარ გამოცხადდება საჯაროდ. 3. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენებისათვის გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომთან არც მის მოსვლამდე და არც მისი გამგზავრების შემდეგ არ შეიძლება მავნე ნარჩენების დატოვება. განრიგის ან მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, მავნე ნარჩენების მფლობელმა ისევ უკან უნდა წაიღოს ნარჩენები. მათი ჩაბარება შესაძლებელი იქნება სხვა დანიშნულ დროს. მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება 1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, ოპერატორი კომპანიის მიერ დადგენილ დროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ. 2. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია. მუხლი 8🔗. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება 1. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, ოპერატორი კომპანიის მიერ დადგენილ დროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.  2. სამშენებლო ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია. 3. დაუშვებელია სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება ოპერატორი კომპანიის თანხმობის გარეშე. მუხლი 9🔗. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება 1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია ან/და გაუვნებლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. ნარჩენების გაუვნებლება და განთავსება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე. 4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე. მუხლი 10🔗. ტექნოლოგიები მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული). მუხლი 11🔗. მუნიცილიპალიტეტის  ტერიტორის  დაგვა-დასუფთავების  და  ნარჩენების  მართვის  წესი 1. მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესებით.          2.  ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი    ამ წესით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებები არ მოქმედებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. მუხლი 13🔗. პასუხისმგებლობა  დასუფთავების  წესის  დარღვევისთვის  წინამდებარე წესის მე-4 – მე-11 მუხლების შეუსრულებლობა წარმოადგენს დასუფთავების წესის დარღვევას და ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. დანართი №3 მოსაკრებელის ოდენობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, ორგანიზაციების და  დაწესებულებებისთვის N N საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით ზომის ერთეული ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4 : 12 თვე X 7ლარი-მოსაკრებლის 1მ​3 ნარჩენზე/ლარი 11 სასურსათო და ყვავილების მაღაზია (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართი 1მ​2 0.65 0.38 22 სუპერმარკეტი (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართი 1მ​2 0.60 0.35 33 შერეული საქონლის მაღაზია (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართი 1მ​2 0.55 0.32 44 სამრეწველო მაღაზია (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართი 1მ​2 0.50 0.29 55 აფთიაქი (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართი 1მ​2 0.46 0.27 66 ავეჯის სპეციალური მაღაზია (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართი 1მ​2 0.25 0.15 77 შერეული სასაქონლო ბაზარი ერთი ადგილი 0.86 0.50 88 აგრარული ბაზარი ერთი ადგილი 1.20 0.70 99 ყვავილების ბაზარი ერთი ადგილი 3.40 2.00 110 საბითუმო ბაზარი სსაერთო ფართი 1მ​2 0.23 0.13 111 საბითუმო საწყობი საერთო ფართი 1მ​2 0.18 0.10 112 კაფე-ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია ერთ დასაჯდომ ადგილზე 2.0 1.2 113 სარიტუალო დარბაზი საერთო ფართი 1მ​2 0.25 0.15 114 სასტუმრო (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება) მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1.72 1.00 115 სკოლა, ინსტიტუტი, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი სასტუმრო (ინფრასტრუქტურულ ფართზე შიდა მომსახურებითვის მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთ მოსწავლეზე 0.1 0.06 116 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ აღსაზრდელზე 0.2 0.12 117 სახელმწიფო ადმინისტრ. დაწესებულება. (ინფრასტრუქტურა) საერთო ფართი 1მ​2 0.02 0.012 118 ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართი 1მ​2 0.08 0.05 119 ავტოსადგური ღია ფართი 1მ​2 0.08 0.05 დახურული ფართი 1მ​2 0.25 0.15 220 ფასიანი ავტოსადგომი ფართი 1მ​2 0.02 0.01 221 პარკირება ფართი 1მ​2 0.03 0.02 222 კინოთეატრი, თეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0.16 0.093 223 გასართობი-სათამაშო ბიზნესობიექტი, ტოტალიზატორი, სამორინე, დისკოთეკა, ღამის კლუბი საერთო ფართი 1მ​2 0.36 0.21 224 ინტერნეტკაფე საერთო ფართი 1მ​2 0.34 0.20 225 ავტოგასამართი სადგური საერთო ფართი 1მ​2 0.08 0.05 226 ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო ღია ფართი 1მ​2 0.02 0.01 დახურული ფართი 1მ​2 0.14 0.08 227 მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი საერთო ფართი 1მ​2 0.21 0.12 228 ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცველელი პუნქტი (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართი 1მ​2 0.34 0.2 229 აბანო, საუნა საერთო ფართი 1მ​2 0.18 0.11 330 სტადიონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტკლუბი, ფიტნესკლუბი (სატურნირო და სავარჯიშო მოედნის გარდა) დახურული ფართი 1მ​2 0.08 0.047 331 სადალაქო, სილამაზის სალონი საერთო ფართი 1მ​2 0.46 0.27 332 საცხობი სამუშაო ფართი 1მ​2 0.26 0.15 333 მშენებარე ობიექტი, სარემონტო სამუშაო (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა) ერთ მომუშავეზე 3.43 2.00 334 საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა ღია ფართი 1მ​2 0.02 0.012 დახურული ფართი 1მ​2 0.01 0.06 335 საწარმო ობიექტის ღია ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ღია პროცესი საერთო ფართი 1მ​2 0.004 0.002 336 სერიული პროდუქციის საწარმოს შენობა-ნაგებობები (საწარმო ნარჩენების გარეშე) დატვირთული საერთო ფართის 1მ​2 0.002 0.01 337 მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართი 1მ​2 0.022 0.013 338 საავადმყოფო, სამშობიარო სახლი (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთი საწოლი 1.157 0.67 339 სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, დისპანსერი, ექიმისა და სტომატოლოგიური კაბინეტი  (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართი 1მ​2 0.16 0.09 440 პოლიკლინიკა (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართი 1მ​2 0.05 0.035 ერთი თვის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირების, საწარმოების, ინდივიდუალური მეწარმეების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულაა: მ = გ X რ ა)  მ - ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი) ბ)  გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) გ)  რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).