ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016365
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №56
2015 წლის 11 ნოემბერი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 120-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 120-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2 და დანართი №3).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4).
მუხლი 4🔗
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო/სარგებლობის უფლების ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №1
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)
ხაშურის მუნიციპალიტეტი
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)
„------“„----- ---------“ 20 წელი ხაშური
აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების
მიმღები პირის მონაცემები:
სახელი გვარი/დასახელება ------------/-----------------
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------------------
მისამართი --------------------------------------------------------------------------------
წარმომადგენელი/მიმნდობი პირი ------------------------------------------------------
აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები:
მისამართი ან/და სხვა.--------------------------------------------------------------------
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი N ----------------------------------------------
უძრავი ქონების ფართობი კვ.მ; წილის ოდენობა და სხვა-----------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი (ლარში) -------------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი (ლარში) -------------------------------
გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური ლარებში – – – – – – – –------------------------
ჩატარებული აუქციონის მონაცემები:
აუქციონის ჩატარების თარიღი-----------------------------------------------------------
აუქციონის N --------------------------------
აუქციონის ლოტის N -------ჩატარებული აუქციონის პირობები:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა ვალდებულება:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეზღუდვა:-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება:------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონატორი
(ხელმომწერი)
------------------------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა).
დანართი №2
პირობებით გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
ხაშურის მუნიციპალიტეტი
პირობებით გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
№-----
-------” “-------- ------------------” ხაშური
(რიცხვი, თვე, წელი)
.
წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ პირადი №, იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის „ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ №54 დადგენილების საფუძველზე
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ---------------- (----------------------------------------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ ჩატარებულ ----№--- აუქციონზე №------ლოტზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის „ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ №54 დადგენილების საფუძველზე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №---- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შემდგომში– ქონება)(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
(აუქციონის პირობები:)
ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან --------------------------------------------------------------ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დ) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა პირობები და ვალდებულებები:
ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს.
აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.
ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის
0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ)საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე - აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.
ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება;
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ქონების შემძენი.
აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
იმ შემთხვევაში თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.
პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონატორი:
(ხელმომწერი)
------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
(ხელმომწერი)
-------------------------------------------------- -------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი №3
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
ხაშურის მუნიციპალიტეტი
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
№-----
------------------” ხაშური
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა -
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებულის - ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ პირადი №, იურიდიული პირის ორგანიზაციულ
-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი,
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის „ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების,სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის,ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ №54 დადგენილების საფუძველზე
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი,
სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე - -------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ----------------------- (-----------------------------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ გამართულ ----№-
---აუქციონზე № ---ლოტზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,
საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი
საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ №54 დადგენილების
საფუძველზე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N ოქმით
და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით,
საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შემდგომში– ქონება)
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის
ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი,
უძრავი ქონების ფართობი,
ქონების სხვა აღწერილობა)
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
(აუქციონის პირობები:)
ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: -------- (----------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში
შემდეგ საბანკო ანგარიშზე -
ა)___________________________________________________________________________
ბ)___________________________________________________________________________
გ)___________________________________________________________________________
დ)___________________________________________________________________________
სხვა პირობები და ვალდებულებები:
1. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის
სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან,
აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
2.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე,
ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება
გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან,
იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსმიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების
საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება;
6.აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.
7. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისდა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას
უზრუნველყოფს ქონების შემძენი.
წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად.
პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.ორი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს დასრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონატორი:
(ხელმომწერი)
--------------------------------------------------------- --------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
(ხელმომწერი)
----------------------------------------------------------------- -------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი №4
ხაშურის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა--------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი; წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)
საფუძველი:------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის და ხელშეკრულების ნომერი)
ოქმის და ხელშეკრულების შედგენის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
გაცემულია 20 ---- წლის„––––––“–––––––––––––––––––
ხაშურის მუნიციპალიტეტის
გამგებელი --------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
---------------------------------- (ხელმოწერა)
ბ.ა.