საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2361
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2361
2015 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საზოგადოებრივი ცენტრების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სააგენტოს სარგებლობაში არსებული, დაბა ლენტეხსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი: 87.04.24.112; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი: 43.10.42.195) განთავსებული შენობა-ნაგებობების ნაწილი, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს სს „ლიბერთი ბანკსა“ და შპს „მაგთიკომს“ შემდეგი პირობებით:
ა) სერვისცენტრის, ბანკომატისა და სწრაფი გადახდის აპარატის განთავსების მიზნით, სს „ლიბერთი ბანკს“ − 6 კვ. მ ფართი 10 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით − 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სერვისცენტრის განთავსების მიზნით, შპს „მაგთიკომს“ − 3 კვ. მ ფართი 5 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით 671 (ექვსას სამოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი