2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2372
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
matsne.gov.ge 443 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 13.08.2015 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 15.01.2015 საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 24.03.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნედლი რძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 12.07.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 11.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2372 2015 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი 2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის  ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ  1. 2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მეშვეობით, განახორციელოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. სააგენტომ, არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2016 წლის პირველ თებერვლამდე, სამრეწველო გადამუშავების მიზნით, ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს შეისყიდიან არანაკლებ 0.20 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე  0.10 ლარის ოდენობით. 3. სააგენტომ, 2015 წლის არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. 4. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით,  კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის. 5. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის. 6. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას,  უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება. 7. სააგენტომ კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, 2016 წლის 10 იანვრიდან ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო/აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩამბარებელი პირი და კომპანია. საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა „პირები“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების შემთხვევაში) მიერ არასტანდარტული მანდარინის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე. 8. დაევალოთ საქართველოს ფინანსთა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროებს,  2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინონ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი. პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი