შპს ”დ და გ ტექნოლოგის” კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11818-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/11818-15 ( 330210315001012606)

 

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ

 

2015  წლის  9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149)  გადახდისუუნარობის საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/მოწვევის საკითხი და,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლო მოვალე შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიმართ აწარმოებს გადახდისუუნარობის საქმეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.  ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარდა სხდომა, თუმცა კრედიტორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა მოვალის ქონების და ფინანსური მდგომარეობის თუ ვალდებულებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო. კრედიტორთა პირველ კრებაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურს განესაზღვრა ვადა შპს „დ და გ ტექნოლოგის” ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად და სასამართლოსათვის წარსადგენად. 2015 წლის 29 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად კომპანიას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია არანაირი ქონება, ის არ ფლობს წილებს და აქციებს. ამასთან, ჰყავს ერთადერთი დებიტორი – საგზაო სატრანსპორტო გზების დეპარტამენტი, რომლის მიმართ მოთხოვნის ოდენობაც შეადგენს 109 000 ლარს. მითითებულ დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „დ და გ ტექნოლოგის” მეურვემ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ საავტომობილი გზების დეპარტამენტს 2015 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „დ და გ ტექნოლოგის” მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოვალის აქტივების არსებობა-არარსებობის დაზუსტებისა და გაკოტრების წარმოების შემდგომი გაგრძელების პერსპექტივის განსაზღვრის მიზნებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოიწვიოს მორიგი სხდომა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 23-ე, 25-27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი.

2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 18 ნოემბერი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1000 (ათი) საათზე.

3. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ არაუგვიანეს 2015 წლის 13 ნოემბრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

4. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. 

 

მოსამართლე                                                                                ბესიკ სისვაძე