შპს „ტურბაზა მწვანე კონცხი“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/115

ს ა ო ქ მ ო   გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მკარიძე

სხდომის მდივანი ნოდარ გიორგიძე

მოვალე : შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხი’

გაკოტრების მმართველი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

კრედიტორი : სსიპ –შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მადონა გეწაძე

2013 წლის 08 თებერვლის განჩინებით შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” დირექტორის ოთარ თურმანიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში. 2013 წლის 19 მარტის განჩინებით კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2015 წლის 29 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’გაკოტრების მმართველმა,სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ირაკლი წიკლაურმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ გაკოტრების საქმის დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ სახელზე დირექტორის განცხადებით არ ირიცხებოდა უძრავ-მოძრავი ქონება, აღნიშნულის თაობაზე აღსრულების ბიურომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარო რეესტრს, სადაც დადასტურდა დირექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კომპანიას ჰყავს ერთი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური, რომლიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს თანხით – 126555,84 ლარი. კომპანიას საბანკო ანგრიში გახსნილი არ აქვს არცერთ ბანკში. კომპანიას ჰყავს სამი დებიტორი (სანატორიუმი აჭარა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტრო და მახინჯაურის საკრებულო), რომელთაგან ორის მოთხოვნაზე (სანატორიუმი აჭარა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტრო) შეფასების სამსახურის დასკვნით ღირებულება არ გააჩნია, ხოლო მახინჯაურის საკრებულოს მიმართ მოთხოვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განმარტებით, აღნიშნული დავალიანების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ და შესაბამისად დავალიანების გადახდა ვერ განხორციელდება.

კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა, ხოლო კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.

სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანაგარიშით და საქმეზე წარმოდგენილი დასკვნებით ირკვევა, რომ შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხს’’ რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად შეუძლებელია კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ქონების რეალიზაციის გზით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’ გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’ (ს/ნ 248385206), იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მწვანე კონცხი, გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’ (ს/ნ 248385206) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე