ოქმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წლებისათვის
მიღების თარიღი 03.11.2015
ძალაში შესვლა 03.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/34
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016360
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოქმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის 2021-2025 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“ პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
2016-2019 წლებისათვის
ოქმი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წლებისათვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),
ხელმძღვანელობენ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დაიდო 1993 წლის 3 ივნისს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა და სპეციალისტების გაცვლას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების დარგში.
2. მხარეები ხელს შეუწყობენ მათი ქვეყნის ხელოვანებს შორის თანამშრომლობას, და ერთობლივი სახელოვნებო პროექტების მომზადებას.
3. მხარეები ხელს შეუწყობენ მათ სახელოვნებო განათლების დაწესებულებებს, რათა დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები ტრენინგებისა და ხელოვნების სფეროში არსებული ტალანტების გაცვლის ხელშესაწყობად.
მუხლი 2🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებულ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის, კონკურსებში, ხელოვნების ფესტივალებში და სიმპოზიუმებში მეორე მხარის მონაწილეობას.
მუხლი 3🔗
მხარეები შეისწავლიან კულტურული ცენტრების გახსნის შესაძლებლობას მეორე მხარის ქვეყანაში.
მუხლი 4🔗
მხარეები ისარგებლებენ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის მშენებლობის პოტენციალით, ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, აბრეშუმის გზის თემატიკაზე ერთობლივი კულტურული პროგრამების, მათ შორის, ხელოვნების ფესტივალების, ერთობლივი ცერემონიების, გამოფენების, კონკურსების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ხელშესაწყობად.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და კულტურული რელიქვიების რესტავრაციის სფეროში, და წაახალისებენ ინფორმაციისა და კადრების გაცვლას აღნიშნულ სფეროებში.
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ მათ თანამშრომლობას კულტურული წარმოებისა და კულტურული ვაჭრობის სფეროში, წაახალისებენ კულტურის დარგში მოქმედ საწარმოებს ინვესტიციების ჩასადებად ან წარმომადგენლობების გასახსნელად მეორე მხარის ქვეყანაში, ისევე როგორც მათ მონაწილეობას კულტურული ინდუსტრიების გამოფენებში და მათი ქვეყნის ტერიტორიებზე მოწყობილ ბაზრობებში.
მუხლი 7🔗
1. ოქმის მოქმედების პერიოდში, მხარეები შეასრულებენ შემდეგს:
· მაქსიმუმ 5-წევრიანი დელეგაციის გაცვლა კულტურის სფეროში არაუმეტეს 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში;
· შემოქმედებითი ჯგუფების გაცვლა მაქსიმუმ 40 წევრით, არაუმეტეს 7-დღიანი ვიზიტით;
· გამოფენის გაცვლა არაუმეტეს 2 თანმხლები პირით, არაუმეტეს 14 დღით.
2. საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში, მხარეებს შორის კომერციულ საფუძვლებზე თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ოქმის მოქმედების პერიოდში, ჩინეთის მხარემ უნდა წარგზავნოს, საშემსრულებლო ხელოვნების დელეგაცია საქართველოში ვიზიტით, მისი კულტურული რესურსების შესასწავლად და საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამების შესაძენად, რაც ორგანიზებული იქნება ჩინეთის საშემსრულებლო ხელოვნების ასოციაციის მიერ. ჩინეთის მხარე დაფარავს დელეგაციის ხარჯებს. ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ვიზიტის შესაბამისი მხარდაჭერა,
მუხლი 8🔗
ურთიერთსარგებლიანობის, თანამშრომლობის და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ სხვა აქტივობების გამართვა, რომლებიც შეესაბამება ამ ოქმის პრინციპებს.
მუხლი 9🔗
დელეგაციებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გაცვლისას:
1) წარმდგენმა მხარემ უნდა დაფაროს დელეგაციის და შემოქმედებითი ჯგუფების სამგზავრო ხარჯები, მათ შორის, მათი ბარგის და სასცენო ნივთების მიმღები მხარის დედაქალაქში და უკან ტრანსპორტირებისთვის საჭირო გადასახადი.
2) მიმღები მხარე პასუხისმგებელია ღონისძიების ადგილის უზრუნველყოფაზე, ადგილობრივ კვებაზე, საცხოვრებელზე და შიდა ტრანსპორტირებაზე, მარშრუტების დაგეგმვაზე და თარჯიმნებზე, მიმღები მხარის ტერიტორიაზე შემოქმედებითი ჯგუფების დაზღვევის უზრუნველყოფაზე და სარეკლამო ინფორმაციისა და მასალების ადგილობრივ ტრანსპორტირებასა და გავრცელებაზე.
3) მიმღები მხარე თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების მიხედვით უზრუნველყოფს სამედიცინო სასწრაფო მომსახურებას, რომლის ხარჯებსაც დაფარავს სადაზღვევო პოლისები, რომელსაც შეიძენს წარმდგენი მხარე.
მუხლი 10🔗
გამოფენების გაცვლისას:
1) წარმდგენი მხარე ფარავს დაზღვევას და საგამოფენო ექსპონატების საერთაშორისო ტრანსპორტირებას მიმღები მხარის დედაქალაქში და უკან, უზრუნველყოფს გამოფენების სარეკლამო მასალებსა და კატალოგებს.
2) მიმღები მხარე ფარავს საგამოფენო სივრცის, გამოფენის საორგანიზაციო და ადგილობრივი ტრანსპორტის ხარჯებს, უზრუნველყოფს საგამოფენო ექსპონატების უსაფრთხოებას, ეხმარება გამოფენის მოწყობასა და დაშლაში.
3) წარმდგენი მხარე ფარავს გამოფენის თანმხლები პირების საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს. მიმღები მხარე პასუხისმგებელია ამ პირების კვებაზე, საცხოვრებელზე და ადგილობრივ ტრანსპორტზე, მათთვის მარშრუტების და თარჯიმნების ორგანიზებაზე, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო სასწრაფო მომსახურების უზრუნველყოფაზე, რომლის ხარჯებსაც ფარავს სადაზღვევო პოლისები, რომელსაც შეიძენს წარმდგენი მხარე.
4) გამოფენების გაცვლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილება და შეთანხმდება მხარეთა შესაბამის დეპარტამენტებს შორის.
მუხლი 11🔗
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
2. ოქმი შეიძლება გაუქმებულად ჩაითვალოს, თუ რომელიმე მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს დიპლომატიური არხების საშუალებით მის სურვილს ოქმის გაუქმების შესახებ. ამ შემთხვევაში ოქმი გაუქმდება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 12🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმის დებულებებში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ ოქმის მე-11 მუხლის შესაბამისად. მსგავსი ტიპის დოკუმენტები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 13🔗
ნებისმიერი დავა, რაც დაკავშირებულია ამ ოქმის შესრულებასთან ან განმარტებასთან, მოგვარდება მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით.
შესრულებულია ორ დედნად პეკინში 3 ნოემბერს, 2015 წელს, ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
კულტურის სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)