საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №583
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018969
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №583
2015 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესი
მუხლი 1🔗. ეს წესი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფის შესაბამისად, არეგულირებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის საკითხებს.
მუხლი 2🔗. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, როდესაც ვიზის გაცემის ან მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი, მომსახურების საფასურად განისაზღვროს 40 ლარი.
მუხლი 3🔗. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული მომსახურების საფასური ირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.
მუხლი 4🔗. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე.
მუხლი 5🔗
1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;
ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;
გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღო მომსახურება დადგენილ ვადაში.
2. თუ საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ საფასურის ოდენობას შორის.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.