⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2018)
გაუქმებულია:

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხის გადანაწილების წესის, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმის და გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.11.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,276 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2015 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
წლიური გეგმა მათ შორის კვარტალების მიხედვით
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხის გადანაწილების წესის, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმის და გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №52 2015 წლის 13 ნოემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხის გადანაწილების წესის, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმის და გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი’’ 69-ე მუხლის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი №1 დანართის   შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმა  №2  დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში,  №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი დანართი  №1 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი’’ 69-ე მუხლის საფუძველზე.  2. წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. გორის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ    დამტკიცებულ    წლიურ   ბიუჯეტში   ცვლილებების  შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). 4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ბრძანებით; ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საბიუჯეტო სამსახურს. 5. ერთი პროგრამის ფარგლებში ან ამ პროგრამის ქვეპროგრამებს შორის ასიგნების გადანაწილების ბრძანებას საფუძვლად უნდა დაედოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოხსენებითი ბარათი,  რომელიც  მომზადებული  უნდა იქნეს საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებით. 6. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ვალდებულია: ა)  განახორციელოს ბრძანების საფუძველზე ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში; ბ)  ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს; გ) ბრძანების საფუძველზე,  ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი; დ)  ბრძანების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილება. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე  გამგეობის საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების  თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე,  მუნიციპალიტეტის გამგეობის  საბიუჯეტო    სამსახური    ამ წესის  მე-2 მუხლის    მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს გამგებლის   შესაბამისი  ბრძანების  პროექტს. 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საბიუჯეტო  სამსახური ამზადებს  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ხოლო ბრძანების გამოცემის შემდეგ,  სამსახური უზრუნველყოფს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში,     ამ    მუხლის მე-8   პუნქტით    გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ  მუნიციპალიტეტის გამგებელთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში  ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს  შესაბამისი  ცვლილებები  ამ  მუხლის  მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე მოთხოვნა  მუნიციპალიტეტის გამგებელს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის    შინაარსსა   და   ბიუჯეტით    გამოყოფილი    ასიგნების   გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 7. მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა და ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც  წლიური  გეგმის  დაზუსტება  და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.                                                                                                                                               დანართი №2 გორის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საბიუჯეტო  სამსახური                     მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების  ცნობა № 20___     წლის  “_____”   _________ _____________________________________________________ (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) _______________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი:დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება) 20___     წლის  “_____”   _________     _________________________________________________________________________   (ცვლილების შინაარსი)                                                                                                                 (ლარებში)        პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული,შემცირებული) წლიური გეგმა მათ შორის კვარტალების მიხედვით I II III IV ჯამი: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება. დანართი №3 გორის    მუნიციპალიტეტის   მიერ   დაფუძნებული   არასამეწარმეო   (არაკომერციული) იურიდიული   პირების   ბიუჯეტის   დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს   შორის თანხების      გადანაწილების     წესი,   კანონმდებლობით   ნებადართული    სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები)   შემოსავლებით  მიღებული სახსრების ნაწილში   მუხლი 1🔗 1. გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ – ა(ა)იპ) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს    კანონმდებლობით    ნებადართული   სხვა    (არასაბიუჯეტო    სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.   3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი   საქართველოს    კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   გორის   მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად წარედგინება   საბიუჯეტო  სამსახურს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ-ი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის  თანხმობა ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით ასევე წარედგინება გამგებელს და შემდგომ რეზოლუციის შესაბამისად უბრუნდება საბიუჯეტო   სამსახურს. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად. 6. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საბიუჯეტო  სამსახური ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). 7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა, თუ სცილდება ამ წესის რეგულაციებს,  ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2. განხორციელებული ცვლილებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.