„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №1115/17-1
2015 წლის17 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 83 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული მონაცემები.
3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 27, 33, და 53.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
დანართი №1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 83 | სახელები:
1. აბუ ბაკარ (ABU BAKAR) 2. ბა’ასირი (BA’ASYIR) 3. 4.
დაბ. თარიღი: 17. 08.1938
დაბ ადგილი: ჯომბანგი, აღმოსავლეთ ჯავა, ინდონეზია (Jombang, East Java Indonesia)
ეროვნება/მოქალაქეობა: ა) ინდონეზიელი
| ა) აბუ ბაკარ ბაასირი დაბადებული 1938 წლის 17 აგვისტოს ჯომბანგში, აღმოსავლეთ ჯავა, ინდონეზია (Abu Bakar Baasyir born on 17 Aug. 1938 in Jombang, East Java, Indonesia);
ბ) აბუ ბაკარ ბაშირი დაბადებული 1983 წლის 17 აგვისტოს ჯომბანგში, ინდონეზია (Abu Bakar Bashir born on 17 Aug. 1938 in Jombang, East Java, Indonesia);
გ) აბდუს სამად (Abdus Samad);
დ) აბდუს სომად (Abdus Somad) | პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი: | ინდონეზია (ციხეში) | 21.04.2006 (ცვლილებები14.10.2015) | 2008 წელს შექმნა Jemmah Anshorut Tauhid (JAT) (იურიდიული პირების სიაში No 131). 2010 წელს დაპატიმრებული იქნა ტერორიზმის და Aceh-ში ტრენინგ ბანაკის მოსაწყობად ფონდების მოზიდვის მოწოდების გამო ინდონეზიაში და 2011 წელს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკეთა.
|
დანართი №2
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 141 | სახელები: 1. ტორეკ (TOREK) 2. აგჰა ( AGHA) 3. 4.
დაბ. თარიღი: ა) 1960 ბ)1962 გ) დაახლოებით 1965
დაბ. ადგილი: ა) კანდაჰარის პროვინცია, ავღანეთი (Kandahar province, Afghanistan ბ) პიშინი, ბალუჩისტანის პროვინცია, პაკისტანი (Pishin, Baluchistan Province, Pakistan) ეროვნება/მოქალაქეობა:
| ა) საიედ მოჰამედ ჰასან ( Sayed Mohammed Hashan )
ბ) ტორაკ აგჰა (Torak Agha)
გ) ტორიკ აგჰა (Toriq Agha)
დ) ტორიკ აგჰა საიედ (Toriq Agha Sayed) | პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი: პაკისტანი 5430312277059 თაღლითურად აღებული და შემდეგ პაკისტანის მთავრობის მიერ გაუქმებული | მისამართი: პაშტუნაბადი, ქუეტა, ბალუჩისტანის პროვინცია, პაკისტანი (Pashtunabad, Quetta, Baluchistan Province, Pakistan) | 02.11.2015 | Gulf-based დონორებისგან ფონდების მოზიდვაში ჩართული თალიბანის სამხედრო საბჭოს წამყვანი მეთაური. ფოტო ხელმისაწვდომია ინტერპოლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ შეტყობინებაში. |