„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1115/17-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1115/17-1

2015 წლის17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 83 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული მონაცემები.

3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 27, 33, და 53.

 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი

დანართი №1

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

 

№

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

83

სახელები:

 

1. აბუ ბაკარ (ABU BAKAR)

2. ბა’ასირი (BA’ASYIR)

3.

4.

 

დაბ. თარიღი:

17. 08.1938

 

დაბ ადგილი:

ჯომბანგი, აღმოსავლეთ ჯავა, ინდონეზია (Jombang, East Java Indonesia)

 

ეროვნება/მოქალაქეობა:

ა) ინდონეზიელი

 

ა) აბუ ბაკარ ბაასირი დაბადებული 1938 წლის 17 აგვისტოს ჯომბანგში, აღმოსავლეთ ჯავა, ინდონეზია (Abu Bakar Baasyir born on 17 Aug. 1938 in Jombang, East Java, Indonesia);

 

ბ) აბუ ბაკარ ბაშირი დაბადებული 1983 წლის 17 აგვისტოს ჯომბანგში, ინდონეზია (Abu Bakar Bashir born on 17 Aug. 1938 in Jombang, East Java, Indonesia);

 

გ) აბდუს სამად (Abdus Samad);

 

დ) აბდუს სომად (Abdus Somad)

პასპორტის მონაცემები:

 

პირადი ნომერი:

ინდონეზია (ციხეში)

21.04.2006 (ცვლილებები14.10.2015)

2008 წელს შექმნა Jemmah Anshorut Tauhid (JAT) (იურიდიული პირების სიაში No 131). 2010 წელს დაპატიმრებული იქნა ტერორიზმის და Aceh-ში ტრენინგ ბანაკის მოსაწყობად ფონდების მოზიდვის მოწოდების გამო ინდონეზიაში და 2011 წელს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკეთა.

 

 

დანართი №2

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

№

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

141

სახელები:

1. ტორეკ (TOREK) 

2. აგჰა ( AGHA)

3.

4.

 

 

დაბ. თარიღი:

ა) 1960

ბ)1962

გ) დაახლოებით 1965

 

დაბ. ადგილი:

ა) კანდაჰარის პროვინცია, ავღანეთი (Kandahar province, Afghanistan

ბ) პიშინი, ბალუჩისტანის პროვინცია, პაკისტანი (Pishin, Baluchistan Province, Pakistan)

ეროვნება/მოქალაქეობა:

 

ა) საიედ მოჰამედ ჰასან ( Sayed Mohammed Hashan  )

 

ბ) ტორაკ აგჰა (Torak Agha)

 

გ) ტორიკ აგჰა (Toriq Agha) 

 

დ) ტორიკ აგჰა საიედ (Toriq Agha Sayed)

პასპორტის

მონაცემები:

 

პირადი ნომერი:

პაკისტანი 5430312277059 თაღლითურად აღებული და შემდეგ პაკისტანის მთავრობის მიერ გაუქმებული

მისამართი:

პაშტუნაბადი, ქუეტა, ბალუჩისტანის პროვინცია, პაკისტანი (Pashtunabad, Quetta, Baluchistan Province, Pakistan)

02.11.2015

Gulf-based დონორებისგან ფონდების მოზიდვაში ჩართული თალიბანის სამხედრო საბჭოს წამყვანი მეთაური.

ფოტო ხელმისაწვდომია ინტერპოლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ შეტყობინებაში.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №1115/17-1.
სად არის „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1115/17-1, 17.11.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3055595/