📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.11.2015
ძალის დაკარგვა 18.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-57/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016366
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2015 მიღება
18.09.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-57/ნ 2015 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად,  პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის დადგენისა და იმუნიზაციის მართვის გაუმჯობესების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ​3“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის, 78-ე მუხლის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი და იმუნიზაციის მართვის წესები (დანართი №1). 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს პროფილაქტიკური აცრის სააღრიცხვო, საანგარიშგებო ფორმების და  პროფილაქტიკური აცრების კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის ფარგლებში მეთოდური სახელმძღვანელოების დამტკიცება. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანება.  4. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო