სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.11.2015
ძალის დაკარგვა 26.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №სახელი, გვარი / დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,082 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2015 მიღება
26.12.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
სადაზღვევო ბროკერი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სამსახურში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას
მუხლი 2
დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა
საქმიანობა, რომელიც მოიცავს ერთ-ერთს მაინც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
სახელი, გვარი / დასახელება პირადი №/საიდენტიფიკაციო კოდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №09 2015 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“  ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა სადაზღვევო ბროკერებმა დააკმაყოფილონ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა. მუხლი 3🔗 ამ წესის ამოქმედებამდე რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერების რეგისტრაცია და სადაზღვევო ბროკერების სარეგისტრაციო რეესტრი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში – „სამსახური“)  სადაზღვევო ბროკერის  რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების  პროცედურებსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სამსახურში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას; ბ) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ერთ-ერთს მაინც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან; ბ.ა) შეთავაზებების გაკეთებას დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დასადებად; ბ.ბ) მოსამზადებელი სამუშაოს გაწევას დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დასადებად; ბ.გ) დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებას მზღვეველისა და გადამზღვეველი კომპანიის სახელით; ბ.დ) სადაზღვევო/გადაზღვევის ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცედურის ადმინისტრირებასა და დაზღვევის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. რეგისტრაციის პირობები  1. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისათვის, განმცხადებელმა ამ წესის დანართი №1-ში მოცემულ სარეგისტრაციო ფორმასთან ერთად სამსახურში უნდა წარადგინოს: ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებული ასლები, მათ შორის წესდება; გ) მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია აღნიშნულის განმცხადებლის მიერ წერილობითი დადასტურება; დ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; ე) ხელმძღვანელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და დეტალური ავტობიოგრაფია; ვ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ხელმძღვანელი პირი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ხელმძღვანელი პირი არ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; თ) წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ საშუამავლო საქმიანობის განხორციელების მიზნით განცალკევებულად აწარმოებს საკუთარ და კლიენტების ანგარიშებს და ამ ანგარიშების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სამსახურში წარმოდგენილი უნდა იყოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით. 3. უცხოური იურიდიული პირი, რომელსაც სურს საქართველოში სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის განხორციელება სათანადო  წესით რეგისტრირებული  ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს უცხოეთის სადაზღვევო ბროკერის სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტები. 4. სამსახური სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 5. თუ სადაზღვევო ბროკერის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს, სამსახური უფლებამოსილია ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვროს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. სამსახური სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების სრულად წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 6. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება სადაზღვევო ბროკერის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. 7. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ცვლილების შესახებ, თუ აღნიშნული განხორციელდა სამსახურის მიერ სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. მუხლი 4🔗. უარი რეგისტრაციაზე და რეგისტრაციის გაუქმება 1. სამსახური უარს ამბობს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს, ან წარმოდგენილია არა ზუსტი/არასრული დოკუმენტები, ან წარმოდგენილი ინფორმაცია არა ზუსტია/არასრულია. 2. განმცხადებელს რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, წერილობითი ფორმით ეძლევა  მოტივირებული პასუხი უარის მიზეზების მითითებით. 3. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია: ა) სადაზღვევო ბროკერის წერილობითი განცხადება; ბ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების და/ან ინფორმაციის შეუსაბამობა რეგისტრაციის პირობებთან, რომელიც გამოვლინდა ბროკერის რეგისტრაციის შემდგომ; გ) სადაზღვევო ბროკერი ფიზიკური პირის გარდაცვალება/სადაზღვევო  ბროკერი იურიდიული პირის ლიკვიდაცია; დ) სადაზღვევო  ბროკერის მიერ რეგისტრაციის თარიღიდან საბროკერო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი უწყვეტი 6 თვის პერიოდში დაზღვევის/გადაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განუხორციელებლობა; ე) სადაზღვევო ბროკერის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურს შეუძლია წერილობითი შეტყობინებით განუსაზღვროს სადაზღვევო ბროკერს არაუმეტეს 30-დღიანი ვადა მითითებული გარემოების აღმოსაფხვრელად. სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლა გამოიწვევს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებას. 5. სამსახური აუქმებს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაციის  მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. 6. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებისა ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა სადაზღვევო ბროკერს. ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო მონაცმებში ცვლილებების განხორციელების შესახებ აისახება სარეგისტრაციო რეესტრში. 7. სამსახურის მიერ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გადაცემის/ჩაბარების მომენტიდან პირს უფლება არ აქვს განახორციელოს შესაბამისი საშუამავლო საქმიანობა დაზღვევის სფეროში. მუხლი 5🔗. სარეგისტრაციო რეესტრი 1. სამსახური აწარმოებს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრს და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი  მონაცემების შეტანას გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 2. სარეგისტრაციო რეესტრი მოიცავს: ა) სადაზღვევო ბროკერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) სადაზღვევო ბროკერის საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის მისამართს; გ) სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის ნომერს და თარიღს; დ) სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის საფუძველს (სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი); ე) მონაცემებს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. დანართი №1 სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო ფორმა 1. მოთხოვნა: შევსებული დანართისა და წარმოდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე, დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განსახორციელებლად, გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ: 2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ: სრული დასახელება __________________________________________________________________________ საიდენტიფიკაციო კოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამართლებრივი ფორმა:                □ შპს  □ ინდივიდუალური მეწარმე  □ სააქციო საზოგადოება 3. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია იურიდიული მისამართი ______________________________________________________________________ ფაქტობრივი მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონის № /________________________________________/  ფაქსი /______________________________/ ელ. ფოსტა /_____________________________________/ ვებ. გვერდი /_______________________________/ 4. ინფორმაცია განმცხადებლის ხელმძღვანელი პირის შესახებ სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პირადი ნომერი –––––––––––––––––– თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონის № /____________________________________/  ელ. ფოსტა /________________________________________/ სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პირადი ნომერი –––––––––––––––––– თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონის № /____________________________________/  ელ. ფოსტა /________________________________________/ 5. ინფორმაცია განმცხადებლის წილის მფლობელი მესაკუთრის შესახებ სახელი, გვარი / დასახელება პირადი №/საიდენტიფიკაციო კოდი წილის ოდენობა % 6. დაზღვევის რომელ სახეობებზე იქნება ორიენტირებული სადაზღვევო ბროკერის ძირითადი საქმიანობა სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის დოკუმენტაცია  სულ  –––––––––   ფურცლად. წინამდებარე დანართისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორეს ვადასტურებ უფლებამოსილი პირი ................................................  /ხელმოწერა/ ............................................................................................ /სახელი, გვარი გარკვევით/ ................................................................................................ /პოზიცია/თანამდებობა/ ....../....................../...............