სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.11.2015
ძალაში შესვლა 01.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №584
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018970
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ უფლებამოსილების გადაცემის ერთიანი გეგმის“ მოწონების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №584
2015 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის
მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების თანდართული ნუსხა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“.
14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
15. სს „თელასი“.
16. სს „საქართველოს რკინიგზა“.
17. სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.
18. შპს „ენგურჰესი“.
19. შპს „საქაერონავიგაცია“.
20. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.
21. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
22. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი.
23. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
24. ქალაქ ბათუმის პორტი.
25. ქალაქ ფოთის პორტი.