ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.11.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2015 წლის 18 ნოემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის №146 ბრძანების და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის №146 ბრძანების ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების პროცედურებს და აწესრიგებს ამ მიზნით გარემოდან ამოღებული მგლის განადგურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით იქმნება ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის №146 დადგენილებით, ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 2🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების წესის მიზნები
წესის მიზანია, მოაწესრიგოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ძირითადი ურთიერთობები.
მუხლი 3🔗.
მგლის რეგულირების წესი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით
1. იმ შემთხვევაში, თუ მგელი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.
2. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტს ან/და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
3. თუ მგლის ამოღება ვერ განხორციელდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი პირი მიმართავს მუნიციპალიტეტს მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით.
4. გარემოდან ამოღებული მგელი ნადგურდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა მგლის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორცილებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე.
5. გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი ნადგურდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით იმ პირის მიერ, ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.
6. მგლის ინდივიდების რაოდენობის რეგულირების ღონისძიება, მათი გარემოდან ამოღებით უნდა განხორციელდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
მუხლი 4🔗.
მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფი
1. მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების მიზნით ტყიბულის მუნიციპალიტეტში იქმნება ჯგუფი, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მგლის ინდივიდების გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ფინანსდება საჭიროების გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗.
რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული მგლის განადგურების წესი
1. რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული მგლის განადგურება ხორციელდება - დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით.
2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ადგილებში.