⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.01.2018)
გაუქმებულია:

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2015
ძალის დაკარგვა 30.01.2018
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.103.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 700 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2015 მიღება
30.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2015 წლის 25 ნოემბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  88-ე მუხლის შესაბამისად, მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს 1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი (დანართი №1). 2. მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი №1 მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო    შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა (შემდგომში ,,გამგებელი“)  და მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. გამგებლისა და საკრებულოს  წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. გამგებელი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული  შემთხვევებისა. 3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს  საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 4🔗.  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით. 2. გამგებლის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები. 3. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის  შესახებ ანგარიშის ფორმა საკრებულოს წევრის სახელი, გვარი    _________________________________________________ თანამდებობის დასახელება   _________________________________________________________ ფრაქციის დასახელება  ______________________________________________________________ კომისი(ებ)ის დასახელება  ___________________________________________________________ არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________ საანგარიშო  პერიოდი  20 ___ წლის  _______  -დან  20 _____  წლის ___________ მდე. ანგარიშის ტიპი  (რიგითი, რიგგარეშე)  ________________________________________________ საანგარიშო  პერიოდში  განხორციელებული საქმიანობა: 1.სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა   __________     საკრებულოს   სხდომებზე  დასწრება  _____________ 2.სულ კომისიის სხდომების რაოდენობა  _____________  მ/შ  დროებითი კომისიების __________    კომისიის  სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ  დროებითი კომისიების _______________ 3.სულ ფრაქციების სხდომების  რაოდენობა  ___________     ფრაქციის  სხდომებზე დასწრება ___________________ 4. საკრებულოს წევრების მიერ  მხარდაჭერილი  მნიშვნელოვანი  საკითხები  _____________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ 5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა  _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ 6. მოქალაქეებთან შეხვედრების  რაოდენობა _____________  და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _____________ 7.  მოქალაქეებთან შეხვედრისას  გამოთქმული ძირითადი საკითხები ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ 8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) _________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ _____________________________________________ II. საკრებულოს წევრის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა  საქმიანობა ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ __________________________________________ შევსების  თარიღი  _________________ წარდგენის  თარიღი  _______________ ხელის  მოწერა  ____________________