საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№618
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.001.607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 29/11/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 33-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. 105-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მათში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც. ეს შეზღუდვა არ გამოიყენება შუალედური და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების დროს, რომელთა ჩატარების ვადები არ ემთხვევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ვადებს.“.

3. 106-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი და შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნები, რომელთა ჩატარების ვადები არ ემთხვევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ვადებს, და შუალედური არჩევნები იმართება წელიწადში ორჯერ, მაის-ივნისში ან ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები უნდა გაიმართოს უახლოეს ვადაში.“.

4. 1071 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიების /საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიაში შეყვანილმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ცესკოს ამ ვადაში არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, ცესკო იღებს განკარგულებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ამ კანონის 106-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, ცესკო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.“.

5. 128-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლებამოსილება უგრძელდება 2005 წლის 15 მარტამდე.“.

6. 1281 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ საოლქო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილება უგრძელდება 2005 წლის 15 ივლისამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ნოემბერი.

№618-IIს 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.11.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №618. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.04.001.001.607.
სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №618, 26.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.607 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30574/