მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.12.2015
ძალის დაკარგვა 01.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №163/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (5)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№163/ნ
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის N42/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი აწესრიგებს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემით (შემდგომში –
სქემა)
განსაზღვრული სტატუსებ
ის შესაბამისი
დანამატებ
ის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს.
მუხლი 2🔗.
საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა
1. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-10 მუხლისა და მე-3 თავის გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება:
ა) თითოეულ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
ბ) თითოეულ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
გ) თითოეულ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელზე;
დ) თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე;
ე) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე;
ვ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეულ მასწავლებელზე.
2. საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“-,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ მასწავლებელზე იმ შემთხვევაში, თუ სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატი/დანამატები, რის გამოც მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების დროისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი არის სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატის ოდენობაზე, რის გამოც სქემაში განაწილების შემდგომ, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატის/დანამატების შესაბამისი ოდენობა/ოდენობები.
მუხლი 3🔗.
საჯარო
სკოლებისათვის
დამატებითი
დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია
და ვადები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - მართვის სისტემა), შესაბამისი თვის 10 რიცხვის მდგომარეობით, გარდა ივლისი - აგვისტოს და სექტემბრის თვეებისა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;
გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის მითითებით;
2. თუ სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“-,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატი/დანამატები, რის გამოც მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების დროისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი არის სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატის ოდენობაზე, რის გამოც სქემაში განაწილების შემდგომ, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“-,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატის/დანამატების შესაბამისი ოდენობა/ოდენობები, მართვის სისტემა სამინისტროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად აწვდის:
ა) საჯარო სკოლის თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლის შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის შესახებ ინფორმაციას;
ბ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლის შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის შესახებ ინფორმაციას;
გ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლის შესაბამისი საათობრივი დატვირთვის, ანაზღაურებისა და კუთვნილი დანამატის გაანგარიშებული ოდენობის შესახებ ინფორმაციას.
3. სამინისტრო ივლისისა და აგვისტოს თვეებში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ ივნისის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციით.
4. საჯარო სკოლებისათვის სექტემბრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე - წინა სასწავლო წლის 10 ივნისის მდგომარეობით და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ - 25 სექტემბრის მდგომრეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზურნველყოფს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 სექტემბრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთი და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლი წლის დაწყებამდე პერიოდში - წინა სასწავლო წლის 10 ივნისის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა და ახალი სასწავლის წლის დაწყების შემდეგ 25 სექტემბრის მდგომრეობით არსებული საათობრივი დატვირთვა.
მუხლი 4🔗.
საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.
მუხლი 5🔗.
საჯარო სკოლებისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება
საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის გამო აუთვისებელი თანხა.
მუხლი 6🔗.
გარდამავალი დებულებანი
1. სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის 2015 წლის სექტემბრის თვისათვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემამ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსათვის მოწოდებისას უზრუნველყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის 2015 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში არსებული საათობრივი დატვირთვის გათვალისწინება და ასევე საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის 2015 წლის 14 სექტემბრიდან არსებული საათობრივი დატვირთვის გათვალისწინება.
2. მართვის სისტემის მიერ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში 2015 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის 2015 წლის 6 ოქტომბრამდე მიწოდება ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად მიწოდებად.