„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2015 წლის 24 ნოემბერი ქ. ამბროლაური |
„2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.“;
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ექვსი თვის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს 15 ივლისისა და ერთი წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს კალენდარული წლის პირველი და მესამე კვარტალის დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ინიციატივით ან ბიუროს გადაწყვეტილებით საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკრებულოს აპარატი წარმოდგენილ ანგარიშს შეიტანს უახლოესი საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკრებულოს სხდომის ან საკრებულოს ბიუროს სხდომის ნაწილის ან მთლიანად დახურვა, თუ საკითხი ეხება კომერციულ საიდუმლოებას (ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კერძო სამართლის იურიდიული პირის კონკურენტუნარიანობას).
5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართოს დასაბუთებული წერილობითი თხოვნით ანგარიშის წარდგენის ვადის გადავადების შესახებ, გარდა წლიური ანგარიშისა.
6. ანგარიშის წარდგენის ვადა შეიძლება გადავადდეს (წლიური ანგარიშის გარდა), თუ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი იმყოფება ფორსმაჟორულ ვითარებაში ან არსებობს სხვა გარემოება.
7. საკრებულოს ბიუროსათვის ანგარიშის წარდგენის ვადის გადავადების საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, განიხილავს უახლოესი საკრებულოს ბიურო, ხოლო საკრებულოსათვის ექვსი თვის ანგარიშის წარდგენის ვადის გადავადების საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, განიხილავს უახლესი საკრებულოს ბიურო და საკუთარ მოსაზრებას/წინადადებებს წარუდგენს საკრებულოს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.
8. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება ჩაითვალოს როგორც: „არასრულყოფილი“ ან „სრულყოფილი“ და შეფასდეს როგორც: „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“ .
9. საკრებულოს გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია/მითითება/დავალება საქმიანობიდან გამომდინარე და მისი შესრულების კონტროლი დაევალოს შესაბამის კომისიას.
10. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ანგარიშის „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართოს რეკომენდაციით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
11. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისადმი მიცემული რეკომენდაცია, მითითება ან დავალება მიზნად უნდა ისახავდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის მუშაობის გაუმჯობესებას და ეფუძნებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.
|