შპს „ამირანის“ კრების ოქმი №9

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს ,,ამირანი“ ს/კ 212696536

კ რ ე ბ ი ს    ო ქ მ ი     №9

2015 წლის 16 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

2015 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა შპს ,,ამირანის“ დამფუძნებელთა კრება

 

კრებას ესწრებოდნენ:

1. თეიმურაზ გაგოშიძე პირ. №60001007095 25 %წილის მფლობელი

2. გიორგი ჩოგოვაძე პირ №60001077645 25% წილის მფლობელი

3. მათე ჩანქსელიანის წარმომადგენელი მაია ჩანქსელიანი პირ №60001037583 25% წილის მფლობელი

 

კრებაზე არ გამოცხადდა:

ჯავად მაჰამად მირზა ჰოსეინ მოგჰამადამი, ირანი (ისლამური რესპუბლიკა)

კრების თავჯდომარე: თეიმურაზ გაგოშიძე

 

დღის წესრიგი: შპს ,,ამირანი“– პარტნიორთა მიერ საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის ოდენობის, ფორმისა და წესის დადგენა.

 

მოისმინეს: გიორგი ჩოგოვაძის წინადადება  შპს ,,ამირანის“ საწესდებო კაპიტალის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. წესდების 1.7 მუხლის საფუძველზე, რადგან საწარმოს საქმიანობის ქონებრივი საფუძველია პარტნიორთა შენატანებით შექმნილი საწესდებო კაპიტალის ბაზაზე განვითარებული კერძო საკუთრება, ხოლო ამ საკუთრებას სჭირდება მოვლა-პატრონობა, აუცილებელია საწესდებო კაპიტალის გაზრდა პარტნიორთა მიერ მათი წილის პროპორციულად დამატებითი შენატანების საფუძველზე, შენატანის ვადად განისაზღვროს 10 დღე.

 

განიხილეს: შპს ,,ამირანის“ საწესდებო კაპიტალის გაზრდის აუცილებლობა, რადგან შპს-ს აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება ს/კ 03.04.26.089, რომელსაც სჭირდება გადახურვა და მიმდინარე რემონტი, ეზოს მოწყობა რისთვისაც აუცილებელია სულ 2800 (ორი ათას რვაასი) ლარი, რომელიც თანაბრად განაწილდეს თითოეული პარტნიორის წილის პროპორციულად, თითოეულ პარტნიორს 800 ლარი, და საწესდებო კაპიტალში დამატებითი შეტანის ვადად განისაზღვროს ამ კრების ოქმის კანონით დადგენილი წესით გაცნობიდან 10 დღე, თანახმად წესდების 3.16 – 3.17 მუხლისა.

 

დადგინდეს:

1. თეიმურაზ გაგოშიძე პირ. №60001007095 25 % წილის მფლობელი

2. გიორგი ჩოგოვაძე პირ. №60001077645 25% წილის მფლობელი

3. მათე ჩანქსელიანის წარმომადგენელი მაია ჩანქსელიანი პირ №60001037583 25% წილის მფლობელი.

4. ჯავად მაჰამად მირზა ჰოსეინ მოგჰამადამი, ირანი (ისლამური რესპუბლიკა) 25% წილის მფლობელი.

წილის მფლობელ პარტნიორებს დაევალოს აღნიშნული კრების ოქმის გაცნობიდან (კანონით დადგენილი წესით) 10 დღის ვადაში შემოტანილ იქნეს  2800 (ორი ათას რვაასი) ლარი. თითოეული მისი წლის პროცედურულად 800 (რვაასი) ლარი.

5. წესდების 3.17 მუხლის  საფუძველზე, თითოეულ პარტნიორს ვატყობინებთ შეტანის განხორციელების აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებიდან გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ.

 

შპს ,,ამირანის“ დამფუძნებლები:

 

გიორგი ჩოგოვაძე            

მათე ჩანქსელიანის წარმომადგენელი მაია ჩანქსელიანი

თეიმურაზ გაგოშიძე