სს „საქორგგაზის“ აქციონერთა საყურადღებოდ საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ (ს/კ 208147637) აქციონერთა საყურადღებოდ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს , დღის 12 საათზე , „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად , სს „საქორგგაზის“ დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სააქციო საზოგადოების საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. №13.
დღის წესრიგი:
1. სს „საქორგგაზის“ 2014 წლის ფინანსური აუდიტის შედეგების განხილვა;
2. სს „საქორგგაზის“ წესდებაში ცვლილებების შეტანა (ახალი რედაქციით დამტკიცება);
3. სს „საქორგგაზის“ მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისგან“ აქტივების (უძრავი/მოძრავი ქონების) შეძენა;
4. აუდიტორის დანიშვნა;
5. სხვადასხვა.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2015 წლის 24 ნოემბერი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ კომპანიის ადმინისტრაციაში.