„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის №2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-253
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-253

2015 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის №2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის №2-36 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/02/2014, 010320040.22.032.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა ( დანართი №11).“.

3. „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №11)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N12).“.

5. „ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N12)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



„დანართი N1
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ეებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

დ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Microsoft word, Outlook,  power point, excel);

ვ) დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მუხლი 2
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის N485 დადგენილება;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2013 წლის 23 ივნისის N2-155 ბრძანება.

მუხლი 3
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ეებ)ის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული  ენის ცოდნა;

დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;

ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Microsoft word, Outlook, power point, excel).

მუხლი 4
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ეებ)ის ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის №2-155 ბრძანება“.


„დანართი №11
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სასურველია ზოგადი მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის და/ან ეკონომიკის განხრით;

ბ) რეგიონალური ან აგრარული განვითარების მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) სავალდებულოა ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;

 ე) სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook, Power point);

 ვ) დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მუხლი 2
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, I-II თავები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

გ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

ვ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N167 განკარგულება;

ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანება;

კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანება;

 ლ)  „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანება.

მუხლი 3
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი აგრარული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის   ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;

ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Outlook,  power point, Excel).

მუხლი 4
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.“.


„დანართი N12
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

 


მუხლი 1
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი ტექნოლოგიური ან მენეჯმენტის მიმართულებით;

ბ) შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული სისტემები: SharePoint, Project Server, AD, DHCP, DNS, PDS, FTP, IIS, RA, RDS, FSS, WDS, WSUS, Hyper-V, Lync, Exchange;

ე) ქსელების ადმინისტრირება - Fiber Optics, VPN, Firewall, VLAN, VOIP;

ვ) სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft, Esxi,)

ზ) ქსელის მოწყობილობებთან მუშაობა (Routing, Switching, Security, Trubleshooting);

თ) VPN - კავშირთან მუშაობის გამოცდილება;

ი) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

კ) VoIP ტელეფონების სისტემებთან მუშაობა;

ლ) სავალდებულოა უცხო ენების კარგად (ინგლისური, რუსული) ცოდნა;

მ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office -Word, Excel, PowerPoint,  Project, Visio, Outlook, OneNote;

ნ) დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მუხლი 2
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შესაბამისი  მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი და მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) კომპიუტერული სისტემები: SharePoint, Project Server, AD, DHCP, DNS, PDS, FTP, IIS, RA, RDS, FSS, WDS, WSUS, Hyper-V, Lync, Exchange;

დ) ქსელების ადმინისტრირება: Fiber Optics, VPN, Firewall, VLAN, VOIP;

ე) სერვერული ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft, Esxi,);

ვ) ქსელის მოწყობილობებთან მუშაობა (Routing, Switching, Security, Trubleshooting);

ზ) VPN - კავშირთან მუშაობის გამოცდილება;

თ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ი) VoIP ტელეფონების სისტემებთან მუშაობა;

კ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საშუალო დონეზე ცოდნა;

ლ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office -Word, Excel, PowerPoint,  Project, Visio, Outlook, OneNote;

მ) დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი.

მუხლი 3
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N167 განკარგულება;

ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-42 ბრძანება;

ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №2 ბრძანება;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება“.