„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-251 |
|
2015 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13.11.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკას (დანართი №8)“: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი: „მუხლი 32 სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ინფორმატიკის, მათემატიკის ან ფიზიკის სპეციალობით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ე) MS Office Word, Excel, Access, Power poi№t, Outlook ცოდნა; ვ) სასურველია SPSS და STATA-ს ცოდნა; ზ) კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი.“; ბ) მე-8 მუხლის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“. 2. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების თანაშემწეებისა და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №10).“. 3. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის, მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის და მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №10)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი; ბ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად, ან ოფისის მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point, excel); ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან (წერილებთან) მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point,excel); ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან (წერილებთან) მუშაობის გამოცდილება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ/ასისტენტად ან ოფისის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება; დ) მსგავს პოზიციაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ე) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; ვ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების MS Word, Excel, Outlook, Power point ცოდნა; ზ) ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; თ) განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია – I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“. |