„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1958
სარეგისტრაციო კოდი
190020060.22.029.016331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1958

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N246 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 19/02/2015; 190020060.22.029.016277) დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის  წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ან სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“

ბ) წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება დეპარტამენტში ან სააგენტოში.“

გ) წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. დეპარტამენტისა და სააგენტოს უფლებამოსილებები

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას მინისტრის მიერ დამტკიცებული საგრანტო პროგრამის საგნის გათვალისწინებით ახორციელებს დეპარტამენტი ან სააგენტო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დეპარტამენტი ან სააგენტო:

ა) ამზადებს განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად;

ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას;

გ) ასრულებს კომისიის წევრების მითითებებს.“.

დ) წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორგანიზაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით დეპარტამენტის უფროსის ან სააგენტოს დირექტორის მიერ.“

ე) წესის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებელს, დეპარტამენტის უფროსის ან სააგენტოს დირექტორის მიერ, ეცნობება წერილობით.“

ვ) წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან სააგენტოს დირექტორის წერილით.“

ზ) წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრანტის გამცემი, დეპარტამენტის ან სააგენტოს მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი