„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2015 წლის 25 ნოემბერი ქ. წალენჯიხა |
„3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.“;
„კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მისი დღის წესრიგი, სხდომის თავმჯდომარისა და მასში მონაწილე წევრთა ვინაობა, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.“;
„6. ბიუჯეტის პროექტებზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) აქვეყნებს საკრებულოს აპარატი გამგებლის მიერ მისი შემოტანიდან 3 დღის ვადაში.“;
„3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა და ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები წარედგინება საკრებულოს აპარატს და ქვეყნდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“;
„131. საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან დაწარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“;
„6. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 126-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
|