ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2015
matsne.gov.ge 589 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მოსარგებლე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
მუხლი 2
შენობა
სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 21.05.2015 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 01.06.2015 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 15.06.2015 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების,მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.10.2014 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2015 წლის 26 ნოემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის 3 ნაწილის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“,   დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი 1 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების,  შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების,   მოედნების, გამზირების,   შესახვევების,   ჩიხების,   მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.  ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. 2.  დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 4.  შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. 5.  ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები გადაწყვეტილებას ქუჩების,   მოედნების,   გამზირების,   შესახვევების,   ჩიხების,   მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესამისი სამსახურის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის გათვალისწინებით,  გამგებლის წარდგინებით,  იღებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2.ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის საფუძველი ქუჩების, მოედნების,  გამზირების,  შესახვევების,  ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი 1.მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. 3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალ ბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაციის წესი ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალ ბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში,  შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1.    განცხადებას ქუჩების,    მოედნების,    გამზირების,    შესახვევების,    ჩიხების,    მრავალ ბინიან სახლებში სადარბაზოების,   ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურმა, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის წარსადგენად. 2.  საკრებულოს აპარატი ვალდებულია განკარგულება ნუმერაციის მინიჭების თაობაზე გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.