1. იურიდიული დეპარტამენტის დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;

ე.დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე.ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. იურიდიული დეპარტამენტის დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხოური ენის ცოდნ