1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება, კანდიდატი შეირჩევა და ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესით“.
3. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. კონკურსის დადგენილი წესით გამოცხადებასა და ჩატარებას ორგანიზებას უწევს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.
5. კონკურსის პროგრამას, ფორმას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს, სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
ატესტაციის ჩატარე