სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თბილისი , საქართველო                                                                                                             27ნოემბერი 2015 წელი

 

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების (შემდგომში „საერთო კრება“) ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 18 დეკემბერს 10:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

a.   ნურლან აბდუოვის (ყაზახეთის მოქალაქე, დაბადებული 03.02.1977ქ. ალმა-ატაში, ყაზახეთში, პასპორტის ნომერი #08107463, პირადი ნომერი 770203301893, მცხოვრები ქუჩა ჰ.2 ბოტანიჩესკი სად, ბინა 22, 050060 ალმა-ატა, ყაზახეთის რესპუბლიკა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩევა ;

ბანკის სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას უწევს აქციონერებს, რომ დაამტკიცონ ზემოაღნიშნული საკითხი.

b.  ვლადიმერ გურგენიძის, როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სამსახურებრივი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად (რომლის სასამსახურო ხელშეკრულებასაც ვადა ეწურება 2015 წლის 31 დეკემბერს), ბანკის მიერ ვლადიმერ გურგენიძესთან ქვემოთმოცემული ძირითადი პირობების გათვალისწინებით, ახალი სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმება:

·         ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი            2016 წლის 1 იანვარი

·         ხელშეკრულების მოქმედების ვადა                   2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

·         ვადამდე შეწყვეტა/შეტყობინება                  „ბანკის“ ან ვლადიმერ გურგენიძის მიერ, მათი

                                                                        შეხედულებისამებრ, მეორე მხარისთვის 90

                                                                                                კალენდარულიდღით ადრე წერილობითი

შეტყობინების საფუძველზე

ბანკის სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას უწევს აქციონერებს, რომ დაამტკიცონ ზემოაღნიშნული საკითხი.

 ბანკის აქციონერთა საერთო კრება გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, თბილისი 0162, საქართველო.

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 18 დეკემბერს 9:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2015 წლის 19 ნოემბერი.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2015 წლის 8 დეკემბრიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან –  სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: მე-7 სართული, კორპუსი 10, ვაჟა-ფშაველას გამზ №71, თბილისი 0186, საქართველო.

ალექსი ხოროშვილი

გენერალური დირექტორი

სს „ლიბერთი ბანკი“