„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№841
სარეგისტრაციო კოდი
320.030.000.05.001.001.656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 1.08.2001, მუხ. 93) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს კანონი არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ და სხვა დანიშნულების მილსადენებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ნახშირწყალბადების ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№841-რს