შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, გ. არველაძის, ო. იაშაღაშვილის და ს. სულავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2439
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2439

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, გ. არველაძის, ო. იაშაღაშვილის და ს. სულავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

   „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: ირმა ქავთარაძე და გენადი არველაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად ასევე დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო სულავა.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი