ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.11.2015
ძალის დაკარგვა 05.02.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 4 | კინოთეატრები და თეატრები |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 6 | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება) |
| 7 | საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 9 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები, მარკეტები (სავაჭრო დარბაზი) |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) |
| 12 | აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 13 | შერეული საქონლის მაღაზიები |
| 14 | ავტოსადგომები |
| 15 | საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №31
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. ბათუმი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1.
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი 1-სა.
2.
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 2-ისა.
3.
ქ. ბათუმში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1,30 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
4.
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები, ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად.
5.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილების 1-ლი პუქნტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუქნტის „დ“ ქვეპუქნტი.
6.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილების დანართი 5-1 და 5-2.
7.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი
დანართი 1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული
ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის
გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ
1.
ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად, იგი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
2.
მოსაკრებელი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს.
3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4.
ამ ინსტრუქციის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ნარჩენების, რადიაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების, აგროქიმიკატების ნარჩენების დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
5.
ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან/და გადახდის ვადების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6.
მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
7.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) ან შესაბამისი უფლების მქონე ოპერატორის (შემდგომში „ოპერატორი“) მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
8.
მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის - ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:
ა) მოსახლეობისათვის - ერთ სულ მოსახლეზე - 1. 30 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K)/12;
M - მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;
N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
C - 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C = 9 ლარი;
K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე).
9.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ქ. ბათუმში არსებული მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები.
10.
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო (50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.
11.
იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) მოქმედი ფორმულის შესაბამისად.
12.
მოსაკრებლის გადახდისაგან დროებით გათავისუფლებულია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა, რომელსაც არ მიეწოდება დასუფთავების სერვისი.
13.
იმ მოსახლეობას, რომელიც დასუფთავების სერვისის მიუწოდებლობის გამო დროებით გათავისუფლდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, მათ აღუდგება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება სერვისის მიწოდებისთანავე.
14.
ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი, რომელიც ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ. ბაზრობისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება კომპლექსურად (არსებული ცალკეული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი).
15.
ქ. ბათუმის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქ. ბათუმის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
16.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
17.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ან/და ოპერატორი წლის განმავლობაში ერთხელ და/ან შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შემთხვევაში უგზავნის შეტყობინებას იურიდიული პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს მათ მიერ გადახდილი (გადაუხდელი) მოსაკრებლის შესახებ და/ან ნორმატიულ აქტში ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად. მოსაკრებლის გადახდის შეტყობინება იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
18.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
19.
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.
20.
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ).
21.
საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.
22.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს.
23.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
24.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
25.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
26.
წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
27.
ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
28.
მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.
29.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლისას ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
30.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.
31.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
32.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ქ. ბათუმში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
33.
მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წამოდგენით) გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
34.
გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
35.
ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
36.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის გარდა), თითოეული მოსახლის ქ. ბათუმიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს სამსახურს ან/და ოპერატორს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. შესაბამისი სამსახურის ან/და ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქალაქში არყოფნის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (გაცემული ვიზა, ან სამგზავრო ბილეთი, ამხანაგობის ცნობა და ა.შ.).
37.
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
38.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.
39.
ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მოსაკრებლის გადამხდელი;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
40.
მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 15 დღის განმავლობაში. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
41.
დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამის სამსახურთან ან/და ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
42.
მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
43.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
44.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.
დანართი 2
N
საქმიანობის სფერო
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა 1მ3
(N)
მოსაკრებელი 1 კბ.მ.-ზე
(M)
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0,04
0,03
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0,20
0,15
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0,44
0,33
4
კინოთეატრები და თეატრები
თვის განმავლობაში გაყიდული 1 ბილეთი
0,32
0,24
5
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი სული
0,20
0,15
6
სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება)
მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)
2,00
1,50
7
საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
0,95
0,71
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1 მ2
0,28
0,21
9
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,02
დახურული ფართის 1 მ2
0,16
0,12
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები, მარკეტები (სავაჭრო დარბაზი)
სავაჭრო ფართის 1 მ2
0,48
0,36
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
საერთო ფართის 1 მ2
0,36
0,27
12
აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
1 სავაჭრო ადგილი
0,24
0,18
13
შერეული საქონლის მაღაზიები
საერთო ფართის 1 მ2
0,48
0,36
14
ავტოსადგომები
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,02
დახურული ფართის 1 მ2
0,16
0,12
15
საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,02
დახურული ფართის 1 მ2
0,16
0,12
16
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0,24
0,18
17
მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
ღია საერთო ფართის 1 მ2
0,08
0,06
დახურული საერთო ფართის 1 მ2
0,16
0,12
18
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები
ღია საერთო ფართის 1 მ2
0,04
0,03
დახურული საერთო ფართის 1 მ2
0,16
0,12
19
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 მ2
0,32
0,24
20
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 მ2
0,44
0,33
21
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
0,36
0,27
22
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთი ადგილი
1,35
1,0
23
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის
საერთო ფართის 1 მ2
0,40
0,30
24
საცხობები
საერთო ფართის 1 მ2
0,36
0,27
25
დისკოთეკები, ღამის კლუბები
საერთო ფართის 1 მ2
0,36
0,27
26
კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1 მ2
0,48
0,36
27
ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო
ღია ფართის 1 მ2
0,02
0,02
დახურული ფართის 1 მ2
0,16
0,12
28
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1 მ2
0,02
0,02
29
სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი ადგილი
0,60
0,45
30
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1 მ2
0,02
0,02
31
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის 1 მ2
0,12
0,09
32
საგამოფენო და საჩვენებელი დარბაზები
საერთო ფართის 1 მ3
0,04
0,03
მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = N X C X K : 12
N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში
C - მოსაკრებელი 1 მ3 ნარჩენების გატანაზე, C=9 (ლარი)
K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა).