⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.07.2018)
გაუქმებულია:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2015
ძალის დაკარგვა 06.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 210010000.35.132.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 194 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2015 მიღება
06.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №32 2015 წლის 27 ნოემბერი ქ. ბათუმი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ      საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: 1. განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში - აბონენტი) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) დარიცხვის თარიღში, რომელთაც 2015 წლის 15 თებერვლიდან 2015 წლის პირველ ივნისამდე მოსაკრებელი დაერიცხათ (განხორციელდა კორექტირება) მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს. 2. პირველ პუნქტში აღნიშნულ აბონენტზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს ობიექტის შემოწმების თარიღი, იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. 3. აბონენტები ვალდებულნი არიან მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის ცვლილების მიზნით მიმართონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი