⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2011)
გაუქმებულია:

,,თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 12.05.2009
ძალის დაკარგვა 11.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 19/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,406 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.05.2009 მიღება
11.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar2 {mso-style-name:" Char Char2"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის  დადგენილება №87 2009 წლის 12 მაისი  ქ. თბილისი თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე     მუხლი 1🔗 საქართველოს საბაჟო კოდექსის 150-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 34​1 პუნქტის, 30-ე მუხლისა და მე-40 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1) და „თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა“ – ფორმა (დანართი №2).     მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური დანართი №1 ინსტრუქცია თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 „თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.     მუხლი 2🔗 ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია: ა) პირი – საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური მეწარმე; ბ) თავისუფალი საწყობის საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უცხოური საქონლის შენახვისა და თავისუფალ საწყობში რეალიზაციის (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გარეთ გატანის (რეექსპორტის) მიზნით; გ) თავისუფალი საწყობი (შემდგომში – საწყობი) – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ამ ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე შესასვლელი ან/და გასასვლელი; დ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები – ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ნებართვის მფლობელი (მაძიებელი).     მუხლი 3🔗 1. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას (შემდგომში – ნებართვა) გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად და მისი მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 150-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 5 წელს. 3. თავისუფალი საწყობის პერიმეტრი და შესასვლელ/გასასვლელი წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას. თავი II. ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები     მუხლი 4🔗 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში – ცნობა რეგისტრაციის შესახებ. 3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთოდეს სანებართვო პირობებისა და ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამადასტურებელი შემდეგი წერილობითი ინფორმაცია: ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; ბ) სასაწყობოდ განკუთვნილი ტერიტორიის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილების დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) (ქაღალდზე ამობეჭდილი ან ელექტრონული), სადაც სავალდებულოა ნაჩვენები იყოს: ბ.ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული მოთხოვნების შესრულების ამსახველი გრაფიკული და ტექსტური ინფორმაცია; ან, ბ.ბ) საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებში მითითებული საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების, საოფისე ტექნიკის სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების თაობაზე გრაფიკული და ტექსტური ინფორმაცია; გ) საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის – საბაჟო გამშვები პუნქტების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, გადაადგილებული ფიზიკური პირები; დ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ; ე) საწყობისათვის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების: ე.ა) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ან, ე.ბ) სულ ცოტა 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის ექსკლუზიური მფლობელობა ნებართვის მაძიებლის მიერ, აგრეთვე მეიჯარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ამ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე; ვ) წერილობითი ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვე-პუნქტის მიზნებისათვის საწყობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს: ვ.ა.) საქონლის დაცვას; ვ.ბ) საბაჟო კონტროლის ხელშეწყობის მიზნით საქონლის ინვენტარიზაციის, საქონლის დათვალიერების დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას; ვ.გ) საწყობში საქონლის გამოცხადების დადასტურების ვალდებულებას ნებართვის მფლობელის მიერ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით; ვ.დ) ნებართვის აღებისას განსაზღვრული ტექნიკა-დანადგარების ექსპლუატაციის უზრუნველყოფას; ვ.ე) საქონლის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრის უზრუნველყოფას; ზ) წერილობით დადასტურებული ვალდებულება საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსის, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ; თ) ინფორმაცია იმ ფიზიკურ პირთა შესახებ (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ საწყობში წარდგენა და ამ ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი. აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში (მისი არსებობის შემთხვევაში); ი) წერილობით დადასტურებული ვალდებულება საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00:00 – 24:00 საათის განსაზღვრის შესახებ; კ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის: კ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი სახეობის, უსაფრთხოების ნორმების, სიმძლავრისა და რაოდენობის ტექნიკა-დანადგარების საკუთრების ან მფლობელობის თაობაზე; ან, კ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნტის შემთხვევაში, იმ საქონლის სავარაუდო სახეობის, რაოდენობის, საწყობში განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ, რომლის შეტანა, გატანა, შესანახად განთავსება გათვალისწინებულია საწყობში, სატრანსპორტო სახეობის შესახებ, რომლითაც გადაადგილდება ეს საქონელი საწყობის დანიშნულებით და პირიქით. აღნიშნული მონაცემები საკმარისი უნდა იყოს საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მოთხოვნების სამსახურის მიერ განსაზღვრისათვის, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ტექნიკა-დანადგარების საკუთრება ან მფლობელობა; ლ) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის თაობაზე. 5. საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრი უნდა იყოს შემოსაზღვრული კაპიტალურად, არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 100 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებული უნდა იყოს წარწერა: „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs Control Zone“; ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. 6. საწყობის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო- და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს საწყობის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს. 7. საწყობის ტერიტორიაზე და პერიმეტრზე ნებართვის მაძიებლის მიერ მოეწყობა საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილები. საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული: ა) საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებზე შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის განთავსებას ან მათი განთავსების პროექტის წარდგენას; ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის სასწორის ან საქონლის რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ. განსაზღვრისთვის საჭირო სხვა მოწყობილობის განთავსებას; გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და ამ საშუალებებით საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილების აღჭურვას; დ) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გატანა ან/და შემოტანა საწყობის ტერიტორიიდან უცხო ქვეყანაში განხორციელდება ამ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.     მუხლი 5🔗 1. საწყობის ტერიტორიაზე და პერიმეტრზე საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილების მოწყობის, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვისათვის დეტალური მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით დაინტერესებულ მხარეს (საწყობისათვის გათვალისწინებული ტერიტორიის მესაკუთრეს ან მფლობელს) გააჩნია უფლება წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში, რომელშიც აისახება საწყობში სავარაუდოდ შესატან-გასატანი საქონლის სახეობა, რაოდენობა, სატრანსპორტო საშუალების სახეობა, რომლითაც გადაიზიდება საქონელი, საწყობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, საწყობის, მასში განლაგებული სათავსების დეტალური გეგმა-ნახაზი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. 2. შემოსავლების სამსახურში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამუშაო ჯგუფის შექმნის, მისი შემადგენლობისა და ჯგუფის უფროსის განსაზღვრის შესახებ. 3. ჯგუფის ამოცანაა შეისწავლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით წარდგენილი ინფორმაცია და განსაზღვროს: ა) ინფრასტრუქტურის ელემენტებისა და ტექნიკა-დანადგარების სახეობის, რაოდენობისა და სიმძლავრის, მათი განლაგების მოთხოვნები; ბ) საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილი, ამ ადგილის მოწყობისთვის აუცილებელი მოთხოვნები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ჯგუფის უფროსს უფლება აქვს წერილობით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადასა და განცხადების განხილვასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პირობის გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ამ განცხადებით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე „თავისუფალი საწყობის მოწყობის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი მოთხოვნები: ა) საწყობის ინფრასტრუქტურის ელემენტებისა და საწყობში, აგრეთვე საწყობის პერიმეტრზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებში განსათავსებელი ტექნიკა-დანადგარების სახეობა, რაოდენობა და სიმძლავრე, მათი განლაგება; ბ) საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილების მოწყობისათვის აუცილებელი დეტალები.     მუხლი 6🔗 1. შემოსავლების სამსახურში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამუშაო ჯგუფის შექმნის, მისი შემადგენლობისა და ჯგუფის უფროსის განსაზღვრის შესახებ. 2. ჯგუფის ამოცანაა შეისწავლოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და: ა) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დაადასტუროს ან უარყოს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „თავისუფალი საწყობის მოწყობის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საწყობის შესაბამისობა; ან, ბ) განსაზღვროს საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მოთხოვნები, აგრეთვე დაადასტუროს ან უარყოს აღნიშნულ პირობებთან და ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან საწყობის შესაბამისობა. 3. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს საწყობის საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყო-ბინებს დაინტერესებულ მხარეს. 4. დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუის ყველა წევრი და დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი. 5. დათვალიერების შედეგებისა და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის თანახმად წარდგენილი ინფორმაციის ურთიერთშესაბამისობის უზრუნველსაყოფად ჯგუფის უფროსს უფლება აქვს წერილობით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადასთან და განცხადების განხილვასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ჯგუფის უფროსის ინიციატივით შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 7. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, აგრეთვე დათვალიერების შედეგების საფუძველზე ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში. 2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილების სიტუაციური გეგმა (ნახაზი), საწყობის ბეჭდის ნიმუში და საწყობში არსებული ტექნიკა-დანადგარის ნუსხა (სახეობა, რაოდენობა, სიმძლავრე). 3. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 8🔗 ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია, ან/და ააშენოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის პერიმეტრზე საბაჟო პროცედურების განხორციელების ახალი ადგილი, ან/და განახორციელოს არსებული საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილის რეკონსტრუქცია ან/და არსებული საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილის დემონტაჟი, ან/და მოითხოვოს ნებართვის აღებისათვის დადგენილი და მის მიერ შესრულებული მოთხოვნების შეცვლა საწყობში შესატანი/გასატანი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, სახეობისა და რაოდენობასთან მიმართებით ცვლილების განხორციელების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი პირი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს განცხადება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხოლოდ ცვლილების ამსახველი თანდართული ინფორმაციით. 3. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, აგრეთვე დათვალიერების შედეგების საფუძველზე ნებართვაში ცვლილების შეტანის ან ნებართვაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. გადაწყვეტილება ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა ან/და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების დანართი არის საწყობის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილების სიტუაციური გეგმა (ნახაზი), ტექნიკა-დანადგარის ნუსხა (სახეობა, რაოდენობა, სიმძლავრე). 7. ახალი სანებართვო მოწმობის გაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შედეგად იცვლება სანებართვო მოწმობაში მითითებული რომელიმე რეკვიზიტი. თავი III. საწყობის საქმიანობის რეგულირება     მუხლი 9🔗 1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული თავისუფალი საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები: ა) დაიცვას თავისუფალი საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები; ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება; გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის; დ) აწარმოოს საწყობში განთავსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით; ე) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შენახვის, გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები ოპერაციებისა; ვ) დაიცვას საწყობში საქონლის შენახვისა და დაცვის სათანადო პირობები; ზ) უზრუნველყოს საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის, საბაჟო გამშვები პუნქტების, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა; თ) ვალდებულია საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის გატანის ან დაკარგვის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელები საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის მოქცევისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი გამოწვეულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად); ი) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება; კ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში პირადი ნომერი, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამისი მაკონტროლებელი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებების თანამშრომლის შემთხვევაში – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი); ლ) შემოსავლების სამსახურს აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლის მიერ დასტურდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში და ამ ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი და წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში; მ) უზრუნველყოს ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2–184 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; ნ) უზრუნველყოს ნებართვის აღებისას განსაზღვრული ინფრასტრუქტურის ელემენტებისა და ტექნიკა-დანადგარების ნორმალური ექსპლუატაციის შესაძლებლობა; ო) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება     მუხლი 10🔗 1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით. 2. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო. 3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა შემოსავლების სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.     მუხლი 11🔗 1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასსა და მომთავსებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით. 2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სათანადო საბაჟო ორგანო ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო ორგანო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს მომთავსებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს) მომთავსებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას მომთავსებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საწყობში არსებულ საბაჟო კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ  მომთავსებელს. თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის     მუხლი 12🔗. ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ნებართვის მფლობელის მიერ გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.                           დანართი №2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა N000000 სანებართვო მოწმობის მფლობელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საწარმოს სრული დასახელება, ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები; ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საიდენტიფიკაციო ნომერი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი –––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საწყობის მისამართი, საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი, საბაჟო გამშვები პუნქტი) სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 20..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე. გაცემის თარიღი ........ ............................ 20 წ. მოქმედების ვადა ........ ............................ 20 წ. შემოსავლების სამსახურის უფროსი --------------------------------- ხელმოწერა                                                                         ბ.ა. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------  დამამზადებელი: დამკვეთი: სფს-ს რეგისტრაციის №