„საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, გ. გვენეტაძისა და ზ. ავალიანის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2528
2015 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად შ. თადუმაძის, ი. ქავთარაძის, გ. გვენეტაძისა და ზ. ავალიანის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზემომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად ასევე დაინიშნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგიტა გვენეტაძე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზაზა ავალიანი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი