ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 24.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2530
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020370
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2015
matsne.gov.ge 189 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 30 მილიონი იუანის გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 76% 10.12.2014 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 18 დეკემბერს და 2016 წლის 3 ივნისს გაფორმებული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში გამოყოფილი 90 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების მიმღები ორგანოს განსაზღვრის და გამოყენების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 68% 28.07.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 67% 27.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 65% 11.10.2017 უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 65% 07.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2530 2015 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე 1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფისა და აღნიშნული გრანტით კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენის თაობაზე. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოხატოს თანხმობა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ნოტის ტექსტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფისა და აღნიშნული გრანტით კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენასთან დაკავშირებით. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა აწარმოონ კონსულტაციები და გააფორმონ შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხარესთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებით (26 მილიონი იუანი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად. 4. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის (26 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.       პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი