ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2015
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2015
matsne.gov.ge 612 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ბინა  მრავალბინიან  სახლში
მრავალბინიან  სახლში   ინდივიდუალური   საკუთრების   ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული  მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე,  რომლის  კანონიერ  ინტერესზე  პირდაპირ   და   უშუალო   გავლენას   ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მოსარგებლე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
მუხლი 2
შენობა
სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან    უძრავადაა    დაკავშირებული,    რომელიც    ქმნის    გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 15.06.2015 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრვალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.06.2015 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.06.2015 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.11.2015 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 21.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2015 წლის 27 ნოემბერი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   „ა.ე“   ქვეპუნქტის,   „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილების პირველი მუხლის    მე-2    პუნქტის „ა“  ქვეპუნქტის,   მე-2    მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი  სახლების  სადარბაზოებისა  და ბინების ნუმერაციის წესი“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების,  ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი . მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.   წინამდებარე   წესი   განსაზღვრავს   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.  ბინა  მრავალბინიან  სახლში  –  მრავალბინიან  სახლში   ინდივიდუალური   საკუთრების   ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული  მიზნებისათვის. 2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე,  რომლის  კანონიერ  ინტერესზე  პირდაპირ   და   უშუალო   გავლენას   ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან    უძრავადაა    დაკავშირებული,    რომელიც    ქმნის    გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; 5. ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები გადაწყვეტილებას    ქუჩების,    მოედნების,    გამზირების,   შესახვევების,   ჩიხების,   მრავალბინიან   სახლებში სადარბაზოებისა  და  ბინების  ნუმერაციის  შესახებ,  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გემგეობის შესაბამისი კომისიის პროექტის გათვალისწინებით იღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის  შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან  კანონიერი  სარგებლობის დამადასტურებელი  დოკუმენტი. მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი 1.   ქუჩების,   მოედნების,   გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი 1.  მრავალბინიან  სახლებში  სადარბაზოებისა  და  ბინების  ნუმერაციის  შეცვლის  ან/და  ახალი  ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისათვის ან/და ბინების/ბინებისათვის მინიჭებული ნომრების არევა; დ)   სხვა   ცდომილება,   რამაც   შეიძლება   გამოიწვიოს   სადარბაზოს/სადარბაზოების   ან/და   ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. 3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების,   გამზირების,   შესახვევების,  ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია 1.  ქუჩების,  მოედნების,  გამზირების,  შესახვევების,  ჩიხების,  ნუმერაცია  ხდება არაბული ციფრით,  ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით. 2.   მრავალბინიან     სახლებში    სადარბაზოებისა   და   ბინების   ნუმერაცია   ხდება   არაბული   ციფრით   ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. განცხადებას ქუჩების,  მოედნების,    გამზირების,   შესახვევების, ჩიხების,მრავალბინიან სახლებში  სადარბაზოებისა  და  ბინების  ნუმერაციის  შესახებ  განიხილავს  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს ბრძანების პროექტს ნუმერაციის თაობაზე.  2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბრძანებას დაუყოვნებლივ გადაუგზავნის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.