საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხლი 118) 2421მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა 2006 წლის 1 იანვრიდან.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2006 წლის 1იანვრიდან.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№847 – რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №847. სარეგისტრაციო კოდი — 270.000.000.05.001.001.659.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №847, 29.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.001.659 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30646/