ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№67
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” (საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge; 13.10.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016170) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1.    მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.    34-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობა თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწოლეობის უზრუნველსაყოფად ქმნის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ პირობებს მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეთა შეხვედრების, გამგეობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალეობისათვის.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

„მუხლი 341. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა  არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელი მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებს, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს.

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.11.2015. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №67. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.124.016183.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ“, №67, 27.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016183 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3064656/