სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1540/ო2015 წლის 12 ნოემბერი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2015 წლის 20 მაისის №02-688/ო ბრძანება შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქობულეთი, აბაშიძის ქუჩა №18) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ დირექტორის – ლ. კობიაშვილის განცხადება: №110453 09.11.2015 წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე