სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1582/ო2015 წლის 20 ნოემბერი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-13 მუხლის „ბ“ პუნქტის, საქართველოს კანონის ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. მიეცეს ა(ა)იპ ,,დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი გლდანი) სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილი იქნეს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ ,,დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის ლ. ცერცვაძის განცხადება:№108870, 04.11.2015წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №109, 18.11.2015წ.
სააგენტოს უფროსი გ . თვალავაძე