ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28-118
სარეგისტრაციო კოდი 330100010.35.101.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,072 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (27)
გამწვანებული ტერიტორია
მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკების ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეებით (ხე, ბუჩქი), ყვავილებით და ბალახოვანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია (მათ შორის, გაზონი).
მუხლი 2
დასასვენებელი ადგილები
ამ წესით განსაზღვრული ტყე-პარკის, პარკისა და სკვერის ტერიტორიები, რომლებიც განკუთვნილია მოსახლეობის დასვენების მიზნით.
მუხლი 2
უფლებამოსილი ორგანო
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული აღმასრულებელი ორგანო.
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი),  ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები.
მუხლი 2
ქუჩის გამწვანება
მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს გასწვრივ, აგრეთვე მიკრორაიონებში შიდაკვარტალურად არსებული მწვანე ნარგავები.
მუხლი 2
ტყე-პარკი
კეთილმოწყობილი ბუნებრივი სატყეო მასივი, რომელიც ბუნებრივ გარემოში ქალაქის მაცხოვრებელთა დასვენებისათვის არის ადაპტირებული.
მუხლი 2
პარკი
არანაკლებ 5 ჰექტარი ფართობის კეთილმოწყობილი ტერიტორია, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების მდიდარი შემადგენლობით, დეკორატიული ყვავილების კომპოზიციები ხეივნებში, მცირე მოედნებსა და გაზონებში, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენების მიზნით და წარმოადგენს დამოუკიდებელ არქიტექტურულ-ორგანიზაციულ კომპლექსს.
მუხლი 2
სკვერი
2 ჰექტრამდე ფართობის კეთილმოწყობილი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს დასახლებული პუნქტების არქიტექტურულ-სამხატვრო ელემენტს და  განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენებისათვის. სკვერის დაგეგმარება მოიცავს საფეხმავლო გზებს (ბილიკებს), მოედნებს, გაზონებს, ყვავილნარებს, ხეებსა და ბუჩქებს.
მუხლი 2
ბაღი
2-დან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, სადაც საგანგებოდ დარგულია ნაყოფმომცემი ან დეკორატიული ხეები და ბუჩქები, აგრეთვე  ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები.
მუხლი 2
ვერტიკალური გამწვანება
შენობების ფასადების, საპარკო მოწყობილობების, სპეციალური აჟურული, ვერტიკალური კედლების და სხვა ობიექტების გამწვანების ელემენტები, რომლებშიც გამოიყენება მერქნიანი ლიანები, ხვიარა ან სხვა მცენარეები.
მუხლი 2
გაზონი
მიწის ნაკვეთის ერთგვაროვანი ტერიტორია, რომელზეც დეკორატიული მიზნით, დათესილია ბალახი ან დაგებულია ბალახით დაფარული ბელტი (მათ შორის,  რულონური ბალახი).
მუხლი 2
საყვავილე თარგი  (ყვავილნარი)
მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთები, რომლებზეც დარგულია ერთწლიანი, ორწლიანი ან მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები.
მუხლი 2
მწვანე თარგი
მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთი, განკუთვნილი მწვანე ნარგავების განთავსებისთვის, შემოსაზღვრული ტროტუარით ან დეკორატიული ღობით.
მუხლი 2
ხეივანი
ორ ან რამდენიმე რიგად, სატრანსპორტო ან საფეხმავლო გზების გასწვრივ გაშენებული ხე-მცენარეებისგან შემდგარი გამწვანებული ტერიტორია.
მუხლი 2
ბულვარი
პროსპექტების, სანაპიროების, ქუჩების, საავტომობილო ან საფეხმავლო გზის გასწვრივ. ხეივნებითა და ქვეითად მოსიარულეთა სასეირნო ბილიკებით მოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია.
მუხლი 2
პერგოლა
ხვიარა მცენარეებით გამწვანებული მსუბუქი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დადგმული თაღებისაგან.
მუხლი 2
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა
აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მათ შენარჩუნებას და განვითარებას.
მუხლი 2
გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა
ახალი ტერიტორიების გამწვანება ან უკვე არსებულის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
მუხლი 2
ახალგაზრდა ხე-მცენარე
ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას, დარგვიდან 5 წლის განმავლობაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
მუხლი 2
ზრდასრული ხე-მცენარე
ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას დარგვიდან 5 წლის შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
მუხლი 2
ბუჩქი (ტროტუარზე)
მწკრივად დარგული, სპეციალურად ფორმირებული ბუჩქები ან ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობა.
მუხლი 2
რეტერატი
საზოგადოებრივი ტუალეტი.
მუხლი 2
იგნიტორი
სინათლის ავტომატური სისტემის გამშვები.
მუხლი 2
დროსელი
ელექტრონული კონტროლის მექანიზმი.
მუხლი 2
,,ყვავილების საათი”
გამწვანებულ ტერიტორიაზე დეკორატიული მიზნით განთავსებული  საათის მოწყობილობა.
მუხლი 2
პასუხისმგებელი პირი
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი.
მუხლი 2
მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები
ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.04.2023 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.03.2022 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 05.10.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.12.2018 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 11.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28-118 2015 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესი’’ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი  თავი I.  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის (შემდგომში – წესი) შემუშავების მიზანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების და დასასვენებელი ადგილების განვითარება და შენარჩუნება, აგრეთვე დეკორატიული, მდგრადი, გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს თბილისის მცხოვრებთათვის ჯანსაღი და ხელსაყრელი გარემოს შექმნას. 2. წესი განსაზღვრავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გამწვანებულ ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების, გაზონების, ფერდობების, ყვავილნარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესებს. 3. წესი შესასრულებლად სავალდებულოა  იმ პირებისთვის, რომლებიც  ქ.თბილისის ტერიტორიაზე ახორციელებენ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასა და გამოყენებას. 4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ტერიტორიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, სახელის მინიჭებისას უნდა მოხდეს ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინება (მაგ.: ,,ვაკის პარკი“,  ,,რიყის პარკი“ ,,ვილნიუსის სკვერი“). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. გამწვანებული ტერიტორია – მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკების ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეებით (ხე, ბუჩქი), ყვავილებით და ბალახოვანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია (მათ შორის, გაზონი).  2. დასასვენებელი ადგილები – ამ წესით განსაზღვრული ტყე-პარკის, პარკისა და სკვერის ტერიტორიები, რომლებიც განკუთვნილია მოსახლეობის დასვენების მიზნით. 3. უფლებამოსილი ორგანო – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული აღმასრულებელი ორგანო. 4. მწვანე ნარგავები – ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი),  ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები. 5. ქუჩის გამწვანება – მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს გასწვრივ, აგრეთვე მიკრორაიონებში შიდაკვარტალურად არსებული მწვანე ნარგავები. 6. ტყე-პარკი – კეთილმოწყობილი ბუნებრივი სატყეო მასივი, რომელიც ბუნებრივ გარემოში ქალაქის მაცხოვრებელთა დასვენებისათვის არის ადაპტირებული. 7. პარკი – არანაკლებ 5 ჰექტარი ფართობის კეთილმოწყობილი ტერიტორია, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების მდიდარი შემადგენლობით, დეკორატიული ყვავილების კომპოზიციები ხეივნებში, მცირე მოედნებსა და გაზონებში, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენების მიზნით და წარმოადგენს დამოუკიდებელ არქიტექტურულ-ორგანიზაციულ კომპლექსს. 8.  სკვერი – 2 ჰექტრამდე ფართობის კეთილმოწყობილი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს დასახლებული პუნქტების არქიტექტურულ-სამხატვრო ელემენტს და  განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენებისათვის. სკვერის დაგეგმარება მოიცავს საფეხმავლო გზებს (ბილიკებს), მოედნებს, გაზონებს, ყვავილნარებს, ხეებსა და ბუჩქებს. 9. ბაღი – 2-დან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, სადაც საგანგებოდ დარგულია ნაყოფმომცემი ან დეკორატიული ხეები და ბუჩქები, აგრეთვე  ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები. 10. ვერტიკალური გამწვანება – შენობების ფასადების, საპარკო მოწყობილობების, სპეციალური აჟურული, ვერტიკალური კედლების და სხვა ობიექტების გამწვანების ელემენტები, რომლებშიც გამოიყენება მერქნიანი ლიანები, ხვიარა ან სხვა მცენარეები. 11. გაზონი – მიწის ნაკვეთის ერთგვაროვანი ტერიტორია, რომელზეც დეკორატიული მიზნით, დათესილია ბალახი ან დაგებულია ბალახით დაფარული ბელტი (მათ შორის,  რულონური ბალახი). 12. საყვავილე თარგი  (ყვავილნარი) – მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთები, რომლებზეც დარგულია ერთწლიანი, ორწლიანი ან მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები. 13. მწვანე თარგი – მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთი, განკუთვნილი მწვანე ნარგავების განთავსებისთვის, შემოსაზღვრული ტროტუარით ან დეკორატიული ღობით. 14. ხეივანი – ორ ან რამდენიმე რიგად, სატრანსპორტო ან საფეხმავლო გზების გასწვრივ გაშენებული ხე-მცენარეებისგან შემდგარი გამწვანებული ტერიტორია. 15. ბულვარი – პროსპექტების, სანაპიროების, ქუჩების, საავტომობილო ან საფეხმავლო გზის გასწვრივ. ხეივნებითა და ქვეითად მოსიარულეთა სასეირნო ბილიკებით მოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია. 16. პერგოლა – ხვიარა მცენარეებით გამწვანებული მსუბუქი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დადგმული თაღებისაგან. 17. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა – აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მათ შენარჩუნებას და განვითარებას. 18. გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა – ახალი ტერიტორიების გამწვანება ან უკვე არსებულის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. 19. ახალგაზრდა ხე-მცენარე –   ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას, დარგვიდან 5 წლის განმავლობაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად. 20. ზრდასრული ხე-მცენარე – ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას დარგვიდან 5 წლის შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად. 21. ბუჩქი (ტროტუარზე) – მწკრივად დარგული, სპეციალურად ფორმირებული ბუჩქები ან ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობა. 22. რეტერატი – საზოგადოებრივი ტუალეტი. 23. იგნიტორი – სინათლის ავტომატური სისტემის გამშვები. 24. დროსელი – ელექტრონული კონტროლის მექანიზმი. 25. ,,ყვავილების საათი” – გამწვანებულ ტერიტორიაზე დეკორატიული მიზნით განთავსებული  საათის მოწყობილობა. 26. პასუხისმგებელი პირი – გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი. 27.  მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები – ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი. თავი II. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები მუხლი 3🔗. გამწვანებული ტერიტორიების გამოყენება 1. გამწვანებული ტერიტორიები გამოიყენება მათი ფუნქციონალური დანიშნულების შესაბამისად, დასასვენებლად, თბილისის მცხოვრებთათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. 2.  გამწვანებულ ტერიტორიებზე აკრძალულია: ა) თვითნებურად ღობეების მოწყობა (გარკვეული ტერიტორიის შემოღობვა), მწვანე ნარგავების, გაზონებისა და ყვავილნარების დაზიანება; ბ) სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და მოწყობილობების დასაწყობება; გ) ნარჩენების დაყრა; დ) გარე – რეკლამის ობიექტების, პავილიონების, ჯიხურების თვითნებური დაყენება; ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება; ვ) გამხმარი მცენარეების დაწვა და კოცონის დანთება, სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა; 3. გამწვანებულ ტერიტორიებზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების თაობაზე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, გამოიყენება  სპეციალური ამკრძალავი ნიშნები და ფირნიშები. 4. გამწვანებული ტერიტორიების გამოყენება ნებადართულია, თუკი არ დაზიანდება მწვანე ნარგავები და ინფრასტრუქტურა. 5. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების და ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 4🔗. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირები 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიები შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში. 2. ამ წესით განსაზღვრული გამწვანებული ტერიტორიების მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიების მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება. 3.  ამ წესით განსაზღვრული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ: ა) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე – უფლებამოსილი ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე – უფლებამოსილი ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ტერიტორიებზე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ან შესაბამისი რაიონის გამგეობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) იურიდიული და კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე – შესაბამისი მესაკუთრე.              მუხლი 5🔗. გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა 1. გაწვანებული ტერიტორიების მოწყობა მოიცავს: ა) ტერიტორიის დაგეგმარებას (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას); ბ) წყალმომარაგებას, სარწყავი ქსელისა და საწრეტის მოწყობას; გ) ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს; დ) გზების, ბილიკებისა და მოედნების აღდგენა-მშენებლობას (მათ შორის, ტროტუარის ქვებითა და ფილებით მოწყობას); ე) ღობეების, პერგოლების, მცირე ხიდების, პავილიონების, ფანჩატურების, წყალსატევების და სხვა ნაგებობების მოწყობას; ვ) ტერიტორიის ფურნიტურით და საინფორმაციო მაჩვენებლებით მოწყობას; ზ) ტერიტორიის შადრევნებით, ქანდაკებებით, ქოთნებით დეკორირებას; სოკოს ფორმის სასმელი წყაროებისა და საზოგადოებრივი ტუალეტების (რეტერატების) მოწყობას; თ) საბავშვო გასართობი ატრაქციონების და სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟს ან/და რეაბილიტაციას; ი) ნიადაგის მომზადებას დარგვისათვის ან თესვისათვის (საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგის მოჭრას, ნოყიერი ნაზავის შეტანას და სხვა); კ) მწვანე ნარგავების დარგვას, გადარგვასა და სხვლა-ფორმირებას; ავარიული და ხმელი ხეების მოჭრას, კუნძების ამოღებას; ლ) გაზონებისა და ყვავილნარების მოწყობას; მ) აუცილებლობის შემთხვევაში, მწვანე ნარგავების ბიოლოგიურ და ქიმიურ დაცვას მავნებელი დაავადებებისაგან და  შესაბამის მოვლით ღონისძიებებს; ნ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები ხორციელდება, საჭიროებიდან გამომდინარე, მესაკუთრის ან პასუხისგებელი პირის გადაწყვეტილებით, მათ მიერ შემუშავებული მოთხოვნებისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.   მუხლი 6🔗. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა 1. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა წარმოადგენს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს: გაზონის, ხვიარა მცენარეების, საყვავილე თარგების (ყვავილნარი), ხეების, ბუჩქების (მათ შორის, ტროტუარი), ქოთნის მცენარეების მოვლას, ტერიტორიის გათიბვას და დასუფთავებას; ა) გაზონის მოვლა-პატრონობა მოიცავს: ტერიტორიაზე არსებული ბალახის გაკრეჭა-გათიბვას, გაკრეჭილი ბალახის შეგროვება-გატანას, ტერიტორიაზე არსებული ბალახის საფარის გაფოცხვას, დასუფთავებას, სარეველებისგან და თვითამონაყარი მცენარეებისაგან გასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვებას და გატანას, ტერიტორიაზე არსებული ბალახის საფარისთვის შესაბამისი მინერალური სასუქის შეძენა-შეტანას, მორწყვას; ბ) ხვიარა მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს: ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას,  სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან გასუფთავებას, ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, მცენარეების ფორმირებას, წყლის შესხურებას (დანამვა), გამხმარი ფოთლების შესხვლას, მცენარეების სამაგრების შემოწმებას, საჭიროებისამებრ გამაგრებას, მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, მორწყვას; გ) საყვავილე თარგების (ყვავილნარების) მოვლა-პატრონობა მოიცავს: საყვავილე თარგების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ყვავილების დასარგავად ნიადაგის გადაბარვას და მოსწორებას, ყვავილების დარგვას, ყვავილების ამოღებას, ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, ყვავილების გამარგვლას, ნიადაგის გაფხვიერებას, ყვავილების მორწყვას; დ) ახალგაზრდა ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს: მცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას, გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან (საჭიროებისამებრ, სარწყავი ჯამების მოწყობას), ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, მორწყვას, საჭიროების შემთხვევაში, სხვლა-ფორმირებას; ე) ზრდასრული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს: საჭიროებისამებრ, მცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას (სარწყავი ჯამების მოწყობას), მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, მორწყვას, ვარჯის სხვლა-ფორმირებას, ხე-მცენარეებზე ამონაყარის და გამხმარი ტოტების შეჭრა-შესხეპვას; ვ)  ბუჩქების (მათ შორის, ტროტუარის) და ბუჩქოვანი მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს: მცენარეების გასწვრივ ნიადაგის შემობარვა-გაფხვიერებას, გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან (სარწყავი თხრილის და ჯამების მოწყობას), ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, მცენარეების გასხვლა-გაკრეჭას (საჭიროებისამებრ ფორმირება), მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, მორწყვას; ზ) ქოთნის მცენარეების მოვლა-პატრონობა მოიცავს: ქოთნებში ნიადაგის გაფხვიერებას, გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან, ორგანული და მინერალური სასუქის შეტანას, მცენარეების გასხვლა-გაკრეჭას (საჭიროებისამებრ ფორმირება), მცენარეების შეწამვლას დაავადების აცილების მიზნით, ყვავილების დარგვა-ამოღებას, ქოთნების მორწყვას. 2. გამწვანებულ ტერიტორიებზე, საჭიროებისამებრ, ხორციელდება ტერიტორიის გათიბვა და დასუფთავება. ა) ტერიტორიის გათიბვა მოიცავს: ბალახის გათიბვას, გათიბული ბალახის შეგროვებას, ავტო/ტრანსპორტზე დატვირთვას და გატანას (გაკრეჭისთანავე), ტერიტორიის გაფოცხვას, დასუფთავებას, საჭიროებისამებრ სარეველებისგან და თვითამონაყარი მცენარეებისაგან გასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას და გატანას (ფოცხით ან შესაბამისი მანქანა-მექანიზმებით); ბ)  ტერიტორიის დასუფთავება მოიცავს: სანაგვე ურნების დაცლა-გასუფთავებას და საბაღე ფურნიტურის გაწმენდა-დასუფთავებას, ნარჩენების შეგროვებას და ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გატანას, არსებული ტროტუარის გასწვრივ (წარბები) გზის გასუფთავებას სარეველებისა და თვითამონაყარი მცენარეებისაგან, ტერიტორიაზე არსებული გზა-ბილიკებისა და მოედნების მორეცხვა-მორწყვას, ტერიტორიაზე არსებული მონუმენტების გაწმენდა-გარეცხვას, დეკორატიული კედლების გაწმენდა-გარეცხვას, დეკორატიული კედლის დაზიანებული ზედაპირის აღდგენას, ქოთნების ზედაპირის გაწმენდა-გარეცხვას, სათბურისა და სათავსოს დასუფთავებას, დაცვის ოთახისა და სველი წერტილების დალაგება-დასუფთავებას. 3. გამწვანებულ ტერიტორიებზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დადგენილი საჭიროებისამებრ, შესაძლებელია განხორციელდეს: ბალახის თესლის შეთესვა, ყინვისადმი არამდგრადი მცენარეების შეფუთვა, გაუთვალისწინებელი პირობების გამო, დაზიანებული ხეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება იმავე სახეობისა და ზომის მცენარეებით, ტერიტორიებზე არსებული ხეების სხვლა-ფორმირება, ხმელი ხეების მოჭრა, კუნძის ამოღება, დამუშავება და გატანა, სტრუქტურადარღვეული ნიადაგის მოჭრა და გატანა, ნიადაგის ნოყიერი ნაზავის მიწოდება, გაშლა და მოსწორება, ყამირი მიწის მიწოდება, გაშლა და მოსწორება, ნიადაგის გადაბარვა და მოსწორება (პლანირება), მულჩირება, მოხრეშვა, დაზიანებული საპარკე ფურნიტურის, ქვაფენილის, საბავშვო ატრაქციონების აღდგენა, ღობეების აღდგენა, სარწყავი სისტემის მონიტორინგი-ექსპლოატაცია, საწრეტი არხების გაწმენდა, გარეგანათების დაზიანებული ბოძების  აღდგენა (საჭიროებისამებრ, უკვე არსებულის ჩანაცვლება იდენტური ახალი ნათურებით, იგნიტორებით, დროსელებით და სხვა დეტალებით), კედლის დეკორატიული დაზიანებული მისანათებლების  აღდგენა (საჭიროებისმებრ, უკვე არსებულის იდენტური ახალი ნათურებითა და სხვა დეტალებით ჩანაცვლება), არსებული ქსელის შემოწმება, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეცვლა-შეკეთება და სხვა საჭირო სამუშაოები. 4. ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ვერტიკალური გამწვანების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები მოიცავს: მცენარეების სხვლა-ფორმირებას, მცენარეებისა და კედლის თექის გასუფთავებას დაზიანებული ფოთლებისაგან და სარეველებისგან, მცენარეების ძირების შემოწმებას და საჭიროებისამებრ, გამაგრებას, მინერალური სასუქის შეტანას, გაუთვალისწინებელი პირობების გამო დაზიანებული მცენარეების ჩანაცვლებას იმავე სახეობისა და ზომის მცენარეებით (საჭიროებისამებრ), სარწყავი სისტემების მოვლა-აღდგენას. 5. ,,ყვავილების საათის ,,მექანიზმისა და განათების სისტემის ექსპლოატაცია მოიცავს: განათების სისტემის, ნესტის დონის მარეგულირებელი აპარატისა და საათის მექანიზმის ვიზუალურ შემოწმებას და გამართულად მუშაობის კონტროლს, საათის მექანიზმის სათავსოში ნესტის დონის კონტროლს (ნესტის დონის მარეგულირებელი აპარატით), საათის მექანიზმის პროცესორის, ისრების, ციფრების გაწმენდას მტვრისგან და ნესტისგან, საათის მექანიზმის შეზეთვას, ჩართვა-გამორთვის მარეგულირებელი ფოტოელემენტის ჩანაცვლებას, მისანათებლების დაზიანებების აღდგენას (უკვე არსებულის  იდენტური ახალი ნათურებითა და სხვა დეტალებით ჩანაცვლება, საჭიროებისმებრ), არსებული ქსელის შემოწმებას და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეკეთებას (საჭიროებისამებრ, საჭირო ხელსაწყოების, მასალისა და სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით). 6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების  სახეობრივი ასორტიმენტის შერჩევა უნდა განხორციელდეს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. მუხლი 7🔗. გამწვანებულ  ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვა მავნებელი დაავადებებისაგან 1. გამწვანებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვა მავნებელი დაავადებებისაგან უნდა ხორციელდებოდეს მათი მოწყობისთანავე და გაგრძელდეს ექსპლოატაციის მთელ მანძილზე. 2.  მავნებელ დაავადებათა განვითარების პროგნოზირებისათვის, სავეგეტაციო პერიოდში 3-5 ჯერ ხორციელდება დაკვირვება და კვლევა. 3. მწვანე ნარგავების კვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 4. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით,  უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს  სანიტარიულ-პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები. 5. მწვანე ნარგავების მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ დაცვის მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს  აგროტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები. 6. აგროტექნიკური ღონისძიებები გამოიყენება მწვანე ნარგავების გაჯანსაღების მიზნით. 7. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური და ქიმიური ღონისძიებებისას,  შესაბამისად,  გამოიყენება ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატები. 8. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებების განხორციელებისას, გამოიყენება მავნებლებთან ფიზიკური ბრძოლის მეთოდები (მაგ.: დაბუდებების დარბევა, საჭერების გამოყენება და სხვა).  მუხლი 8🔗. გამწვანებული  ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგის სისტემა გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგის მიზნით,  უფლებამოსილი ორგანოს – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს მუდმივი ზედამხედველობა. თავი  III. მწვანე ნარგავების აღრიცხვის სისტემა მუხლი 9🔗. გამწვანებულ  ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის სისტემა 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამწვანებულ ტერიტორიებზე უნდა განხორციელდეს  მწვანე ნარგავების აღრიცხვა. 2. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის მიზანს წარმოადგენს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღება, სახეობრივი და ასაკობრივი მდგომარეობის დადგენა, მათი განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ასევე, საინფორმაციო ბაზის შექმნა. 3. ხე-მცენარეები უნდა აღირიცხოს ასაკის (ახალგაზრდა და ზრდასრული), სახეობის, რაოდენობისა და მდგომარეობის (ხმელი, ხმობადი) მიხედვით. 4. ბუჩქების, ბუჩქოვანი და ხვიარა მცენარეები უნდა აღირიცხოს  სახეობის, რაოდენობისა და მდგომარეობის (ხმელი, ხმობადი) მიხედვით. 5. გაზონები და ყვავილნარები (საყვავილე თარგები) უნდა აღირიცხოს  ფართობის მიხედვით. 6. აღრიცხვას ექვემდებარება გამწვანებულ ტერიტორიებზე ბალახოვანი მცენარეებით დაუფარავი ტერიტორიები (გრუნტი), მათ შორის, მწვანე ნარგავების ქვეშ არსებული და გასათიბი ტერიტორია. 7. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხელშეკრულების საფუძველზე. 8. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების შედეგად უნდა შეიქმნას მწვანე ნარგავების რეესტრი (საინფორმაციო ბაზა). 9. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს  უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით. 10. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის არაგეგმური სამუშაოები უნდა განხორციელდეს  მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ან საჭიროების შემთხვევაში,  უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.