აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 23.04.2024
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №326
სარეგისტრაციო კოდი 430210000.33.058.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი გიორგი თავამაიშვილი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება
№326
2015 წლის 8 დეკემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 281 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს –
ბათუმის რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №347 ბრძანება და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 ივლისის №317 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრიგიორგი თავამაიშვილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ბათუმის რესურსცენტრი, ქობულეთის რესურსცენტრი, ხელვაჩაურის რესურსცენტრი, ქედის რესურსცენტრი, შუახევის რესურსცენტრი და ხულოს რესურსცენტრი (შემდგომში –
რესურსცენტრი) წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოებს.
2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №30 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების, წინამდებარე დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი და სახაზინო ანგარიში.
5. რესურსცენტრების იურიდიული მისამართებია:
ა) ბათუმის რესურსცენტრი: ქალაქი ბათუმი, გუდიაშვილის ქ. №4;
ბ) ქობულეთის რესურსცენტრი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქ. №99;
გ) ხელვაჩაურის რესურსცენტრი: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23;
დ) ქედის რესურსცენტრი: ქედის მუნიციპალიტეტი, მერაბ კოსტავას ქ. №3;
ე) შუახევის რესურსცენტრი: შუახევის მუნიციპალიტეტი, შოთა რუსთაველის ქ. №21;
ვ) ხულოს რესურსცენტრი: ხულოს მუნიციპალიტეტი, ტბელ აბუსერიძის ქ. №5.
მუხლი 2🔗.
რესურსცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. რესურსცენტრის მიზანია განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:
ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში –
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) უზრუნველყოფს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს, შეფასებას და შესაბამისი ანგარიშების შედგენას, ასევე შედგენილი ანგარიშების საფუძველზე სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას და სამინისტროსათვის წარდგენას;
გ) კონტროლს უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
დ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ე) ამ მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას რესურსცენტრი აგრეთვე ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რომლებიც არ არიან დაფუძნებული სამინისტროს მიერ;
ვ) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემუშავებული ნოვაციების, პროგრამების, კონკურსების, ოლიმპიადებისა და სხვა აქტივობების დანერგვას ან/და განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ზ) სამინისტროს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
თ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით. უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების სამინისტროსათვის წარდგენას;
ი) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვასა და გაძლიერებას;
კ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე;
მ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამინისტროს (ასევე სხვა უფლებამოსილ ორგანოს) შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
ნ) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ო) ახორციელებს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს;
პ) მონაწილეობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების შესარჩევი კონკურსის ორგანიზებაში;
ჟ) ერთიანი ეროვნული და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ხელს უწყობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ და სხვა უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობას;
რ) ხელს უწყობს მასწავლებლებს საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის პროცესში;
ს) მონაწილეობს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის პროცესში;
ტ) ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისათვის ინკლუზიური განათლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ გუნდთან და ხელს უწყობს საქმიანობის განხორციელებაში:
უ.ა) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში სსსმ პირების ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას;
უ.ბ) ხელს უწყობს მულტიდისციპლინურ გუნდს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სსსმ მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირებაში და აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას;
ფ) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით უზრუნველყოფს:
ფ.ა) განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;
ფ.ბ) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;
ფ.გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივ დახმარებას;
ფ.დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ფ.ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;
ქ) ფინანსური დაგეგმარების მიზნით:
ქ.ა) უზრუნველყოფს კონსულტაციების გაწევას რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ წესრიგთან დაკავშირებით;
ქ.ბ) ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და დახმარებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ.ა’’ ქვეპუნქტში მითითებული დაწესებულებების მიერ წლიური და კვარტალური ბიუჯეტის ფორმირებაზე და ხარჯვის პროცესზე; ადგენს ზოგად ანგარიშს ამ დაწესებულებების საბიუჯეტო ურთიერთობებისა და საერთო ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
ღ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში შესულ კორესპონდენციებს;
ყ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურცენტრის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, რომელიც უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის წარმოდგენა;
ბ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტზე;
დ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისაგან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლის/თანამშრომლების მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად.
5. რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ.
მუხლი 3🔗.
რესურსცენტრის მართვა
1. რესურსცენტრის საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მინისტრი.
2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. რესურსცენტრის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს მინისტრი რესურსცენტრის თანამშრომელთაგან.
4. რესურსცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს რესურსცენტრის თანამშრომელთა შორის. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
ე) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რესურსცენტრში დასასაქმებელ შტატგარეშე მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებასა და რაოდენობას;
ვ) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ზ) საბიუჯეტო წლის ბოლოს სამინისტროს წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას და წინა წლის ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
თ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
ი) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ლ) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს, რომელიც საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი შვებულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამინისტროსადმი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიღებული სამინისტროს წერილობითი თანხმობის ან ამ ვადაში სამინისტროს პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში. თავის ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
რესურსცენტრის თანამშრომლები
1. რესურსცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რესურსცენტრის თანამშრომლების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და რესურსცენტრის შინაგანაწესით.
3. რესურსცენტრის თანამშრომელი:
ა) ასრულებს რესურსცენტრის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს ;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პასუხებს შემოსულ განცხადებებზე;
ე) კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 5🔗.
რესურსცენტრის დაფინანსება, ქონება, კონტროლი და ანგარიშგება
1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე და განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე რესურსცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. რესურსცენტრი, სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან რესურსცენტრისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის შესახებ.
3. რესურსცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
4. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.