„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას ან ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო ან სასინჯო დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენს ან მედალს; საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას ან ფულის ნიშანს, ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სიმბოლოს იმიტაციაა. აღნიშნული სიმბოლო სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა ამ სიმბოლოს გამოყენებაზე.“.
2. მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე;
ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 25 ნოემბერი 2015 წ. N4556-Iს |