„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი 09.08.2013
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №1919 |
|
2015 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში –
წესი) (დანართი №1) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მინისტრს. 2. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, დევნილი ოჯახი ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეთავაზებული კონკრეტული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 პუნქტები: „141. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-14 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით.“. 142. ამ მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ფართის კონკრეტულ მისამართს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|