ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისათვის" (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.11.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.03.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28-115
სარეგისტრაციო კოდი 280080020.35.101.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,060 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.03.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
სოციალურად დაუცველი სტუდენტი
ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ პირი, რომელიც  არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრია
მუხლი 2
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი ან სასწავლო უნივერსიტეტი
მუხლი 2
სახელმწიფო სასწავლო გრანტი
სტუდენტის მიერ, ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გზით,  მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც არ აღემატება 2250  (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარს.
მუხლი 2
დაფინანსება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სოციალურად დაუცველი სტუდენტის დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) სარეიტინგო ქულების (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად
მუხლი 2
ქვეპროგრამა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა  (კოდი 07 05 03).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 91-100 ქულა
2 71-90 ქულა
3 51-70 ქულა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისათვის" (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28-115 2015 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა" (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა" (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესი“, დანართის შესაბამისად. 2. დადგენილება ამოქმედდეს  2016  წლის 1 იანვრიდან.   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა"  (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა"  (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა" (კოდი 07 05 03) ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  გადატანილი თანხების ფარგლებში.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ პირი, რომელიც  არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრია; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი ან სასწავლო უნივერსიტეტი; გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სტუდენტის მიერ, ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გზით,  მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც არ აღემატება 2250  (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარს. დ) დაფინანსება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სოციალურად დაუცველი სტუდენტის დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) სარეიტინგო ქულების (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად; ე) ქვეპროგრამა –   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა  (კოდი 07 05 03). მუხლი 3🔗. დაფინანსების გაცემის მიზანი დაფინანსების გაცემის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევად. დასახული მიზნის მიღწევისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება  სოციალურად დაუცველი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის დაფარვა 100%, 70% ან 50% პროცენტის ოდენობით,  სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება 1. ქვეპროგრამის  ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს სოციალურად დაუცველ სტუდენტს. 2. ქვეპროგრამისა  და დაფინანსების ადმინისტრირებას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური). 3. სამსახური განიხილავს  განაცხადებს,  რომლებიც აკმაყოფილებს  ამ წესით გათვალისწინებულ  მოთხოვნებსა და პირობებს. 4. განმცხადებლის მიმართვის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია მიაწოდოს განმცხადებელს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესთან. ასევე, განუმარტოს განმცხადებელს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის თუ ხარვეზის თაობაზე. მუხლი 5🔗. დაფინანსების მოპოვების ეტაპები  დაფინანსების მოპოვების ეტაპები: ა) განცხადების წარდგენა; ბ) წარდგენილი განცხადების ტექნიკური გადარჩევა; გ) შერჩეული განცხადების  დაფინანსება. მუხლი 6🔗. განცხადების წარდგენა 1. სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან,  წლიური გადასახადის მითითებით; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ. ხოლო I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ; ე) სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას); ვ) რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, გარდა I სემესტრის სტუდენტებისა რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა. 2. დაფინანსების მოპოვებისთვის განცხადების შემოტანის უფლება აქვს თავად დაფინანსების მსურველ პირს ან/და მის  წარმომადგენელს (წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე). მუხლი 7🔗. განცხადების  წარდგენის ვადები და მათი ტექნიკური გადარჩევა 1. სამსახურის მიერ  სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, ხდება დაფინანსების გაცემის,    განცხადების  მიღებისა და დასრულების   ვადების გამოცხადება. 2.  ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნილი დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე განაცხადი არ განიხილება. 3. სამსახურში შემოტანილი და გადარჩეული განცხადებების შესაბამისად დგება დასაფინანსებელი სტუდენტების რეიტინგი: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად; ბ) პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტების რეიტინგი შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ცნობის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება სტუდენტის სკალირებული ქულა. 4.  განხილვას არ ექვემდებარება განაცხადი, რომლის მიხედვითაც სტუდენტი ითხოვს დამატებითი სემესტრის დაფინანსებას, ისეთი შემთხვევის გარდა, თუ სტუდენტის მიერ დამატებითი სემესტრის გავლა გამოწვეული იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა საპატიო მიზეზის არსებობის გამო. ამასთან, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ობიექტური გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 8🔗. დაფინანსების გაცემა 1. დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება  სოციალურად დაუცველი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის დაფინანსება  100%, 70% ან 50%-ის ოდენობით სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით,  ფორმა 1-ის შესაბამისად. 3. ქვეპროგრამით და ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსება არ გაიცემა  იმ სტუდენტებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი 100%-ის ოდენობით. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სოციალურად დაუცველი სტუდენტისათვის  გამოსაყოფი თანხის გაცემა ხდება სემესტრულად. 5. განმცხადებლის მიერ შეტანილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახურის მიერ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. მუხლი 9🔗. დაფინანსების დაბრუნების წესი თუ არ მოხდება ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტის მიერ, მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ათვისება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო სემესტრის ბოლოს აბრუნებს მიღებულ თანხას ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ან სამსახურის რეკომენდაციით, თანხა გადააქვს  რეიტინგის მიხედვით მომდევნო სოციალურად დაუცველი სტუდენტის ბალანსზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.  ფორმა 1 სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსებისათვის თანხის გაცემის სქემა სარეიტინგო ქულების გადანაწილება დასაფინანსებელი თანხის ოდენობა 1 91-100 ქულა სემესტრული თანხის 100%  (ამ წესის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისგათვალისწინებით) 2 71-90 ქულა სემესტრული თანხის 100% ( ამ წესის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  არ აღემატება 40 000-ს. ხოლო სემესტრული თანხის  70% (ამ წესის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ) იმ სტუდენტებისთვის, რომელთა ,,სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  40 000- ზე  მეტია. 3 51-70 ქულა სემესტრული თანხის 50% (ამ წესის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით) შენიშვნა: სტუდენტებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 50-70%, სწავლის სემესტრული თანხა შეევსებათ 100%-მდე, ხოლო სტუდენტები რომელთაც მოპოვებული აქვთ გრანტი 30%-ის ოდენობით ან საერთოდ ვერ მოიპოვეს  სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ სემესტრული თანხის 50%-ს.