საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.11.2015
ძალის დაკარგვა 30.03.2016
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2015 წლის 30 ნოემბერი
ქ. საგარეჯო
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული
დანართი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოზე და გამგეობაზე.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გვერდი
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.
3. საგარეჯოს მუნიცპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტები დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში მიაწოდონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ელექტრონულ რესურსზე.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის პრაქტიულად გამოქვეყნება
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (www.sagarejo.ge)
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
5. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
მუხლი 4🔗.
ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაძლებელია დადგინდეს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის გამოქევყნების ვადები.
2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
3. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
მუხლი 5🔗.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 6🔗.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია sagarejo-sakrebulo@hotmail.com-ზე, ხოლო გამგეობის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია sagarejo-gamgeoba@hotmail.com-ზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.
მუხლი 7🔗.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე.