სს „ბადიაური“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ბადიაურის“
გ ა ნ ხ ა დ ე ბ ა
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
201 5 წლის 30 ნოემბერი
2015 წლის 23დეკემბერს 12:00 საათზე საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში (ბადიაურის ღვინის ქარხნის ადმინისტრაციული შენობა) მოწვეულია სს „ბადიაურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 238107204 ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2015 წლის ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესის მიმდინარეობა და არსებული შედეგები;
2. საზოგადოების 2016 წლის სამეურნეო საქმიანობის გეგმების განხილვა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ (წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლა, წევრთა რაოდენობა, საბჭოს კომპეტენცია).
4. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.
5. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
სს „ბადიაურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 238107204 ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2015 წლის 30 ნოემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 2015 წლის 23 დეკემბრის 11.30 სთ.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ბადიაურის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ბადიაურის“ მომსახურე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან - სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა (მოსაშვილის 11), მე-7 სართული, ოფისი 714.