📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2015
ძალის დაკარგვა 01.11.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,876 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2015 მიღება
01.11.2019 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №39 2015 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნის შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, 14​1 მუხლის მე-3 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველო და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისათვის გადაცემის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 29 მარტის №21 დადგენილება. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა (ვ. ბასარია) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა (ვ. ბასარია) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსათვის“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. მუხლი 2🔗. 1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებელი                                                 ვ. ყოლბაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს” დებულება მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ პროგრამებში  მონაწილეობა  და  შესაბამისი  შეკვეთების  შესრულება; ბ) ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობა - თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების პოპულარიზაცია გარემოსდაცვით სფეროსა და სატყეო დარგში; გ) სახელმწიფო და საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სატყეო დარგის პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა-თანამშრომლობა; დ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის  შეგროვება და ეკოლოგიურ სიტუაციებზე  დაკვირვება-რეაგირება; ე) მწვანე ეკონომიკის (განახლებადი ენერგია, მწვანე შენობები, მიწის მართვა) სექტორებში პროექტების შემუშავება-განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით; ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლების ადგილებში: - ჯანსაღი ეკოლოგიური პირობების შექმნისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება;  - გამწვანების ობიექტების მოწყობა, მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია;  - გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით არსებული პრობლემების გადაჭრა; თ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით; ი) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური და სატყეო დარგის პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; კ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ლ) ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების, ნერგებისა და ჩითილების  გამოყვანა;  მ) გარემოს დაცვისა და სატყეო სექტორის საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სასწავლო–სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა; აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა  ეკოსაგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი კომპანიების ორგანიზება, ტრენინგებისა  და  სემინარების  ორგანიზება  დარგის  განვითარების  მიზნით; თემატიკური პუბლიკაციების  მომზადება და გამოცემა; ნ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არის აკრძალული. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს მართვა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 3. სააგენტოს უფროსი თავისი კომპენტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგეობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ე) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ვ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, მემორანდუმებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს; ზ) წარმოადგენს სააგენტოს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; თ)  დეპარტამენტს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს; ი) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს დეპარტამენტს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; მ) წარმოადგენს სააგენტოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ო) დეპარტამენტში შესათანხმებლად წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს და შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს; პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 4. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე. სააგენტოს უფროსის მოადგილის  ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1.  სააგენტოს  სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)   გარემოს სამმართველო: ა.ა)  გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების განყოფილება; ბ)  აგრობიომრავალფეროვნების  განყოფილება; გ)  გამწვანება-გატყევების  განყოფილება. 2. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას, მოსამსახურეთა ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს ბუღალტერი, რომელიც უშუალოდ ემორჩილება სააგენტოს უფროსს. 3. გარემოს  სამმართველოს ფუნქციებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით; ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი კომპანიების ორგანიზება, თემატიკური პუბლიკაციების  მომზადება და გამოცემა; გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით არსებული პრობლემების გადაჭრა; დ) სახელმწიფო და საერთაშორისო  გარემოსდაცვით პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა-თანამშრომლობა; ე) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) გარემოსდაცვით სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვის გეგმები, ბიომრავალფეროვნება და სხვა; ზ) ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება დარგის განვითარების მიზნით; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3.1 გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  გარემოსდაცვითი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და ანგარიშების  მომზადება; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ეკოლოგიურ პრობლებზე რეაგირება ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით; გ) ეკოსაგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი აქციების ორგანიზება, თემატური ბეჭდური პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება; დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში გარემოსდაცვითი პრობლემების შესწავლა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობით მათი მოგვარების ხელშეწყობა; ე) ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და პროექტების  განხორციელების ხელშეწყობა; ვ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებთან  წვდომის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისა და ბიომეურნეობების განვითარების მიმართულებით; ზ) მწვანე ეკონომიკის სექტორული მიმართულებით პროექტების შემუშავება-განხორციელება; თ) ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული გარემოსდაცვითი მიმართულების ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში კოორდინირებული საქმიანობა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან. 4. აგრობიომრავალფეროვნების განყოფილების ფუნქციებია: ა)  ტყის, დეკორატიული და კულტურული სარგავი მასალის გამოყვანა; ბ) მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია და განვითარება; გ) აგრობიომრავალფეროვნების მიმართულებით პროექტების და პროგრამების  შემუშავება-განხორციელება; დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლების ადგილებში მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა; ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში პარკების, სკვერების და დეკორატიული კუთხეების მოწყობისათვის სანერგე მასალით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) აგრობიომრავალფეროვნების მიმართულებით სხვადასხვა სასწავლო–სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა; ზ) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური და სატყეო დარგის პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. გამწვანება-გატყევების განყოფილების ფუნქციებია: ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლების ადგილებში: – ჯანსაღი ეკოლოგიური პირობების შექმნისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; – გამწვანების ობიექტების მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით; -სარწყავ–სამელიორაციო სისტემების დაგეგმარებასა და მშენებლობაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანაშრომლობა; ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით; გ) სახელმწიფო და საერთაშორისო სატყეო დარგის პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა-თანამშრომლობა; დ) ურბანული ტყეებისა და პარკების, ტყეების განაშენიანების მიმართულებით პროექტების შემუშავება-განხორციელება; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 5🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. სააგენტოს ქონება შედგება: ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ გადაცემული ქონებისაგან; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 6🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას. 2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში. 6. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.  მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.